ნოდარ ხადური: ლარის გაცვლით კურსზე მოქმედებს ძალიან ბევრი ფაქტორი

ფინანსთა მინისტრ, ნოდარ ხადურის განცხადებით, გაცვლით კურსზე ზეგავლენას პოლიტიკური გაურკვევლობა ახდენს. ამის შესახებ ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებთან საუბარში ვალუტის გაუფასურებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა.
“ძალიან სამწუხაროა, თავისთავად ცხადია, რომ როდესაც საგარეო ფაქტორები განაპირობებს ვალუტის რყევას და ჩვენ ამაზე არაერთხელ გვქონდა საუბარი, ასევე უნდა აღინიშნოს, რომ პოლიტიკური გაურკვევლობაც თავის ზეგავლენას ახდენს გაცვლით კურსზე”, – განაცხადა ხადურმა.
ფინანსთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ვალუტის კურსი ძალიან მალე დასტაბილურდება.
“ლარის გაცვლით კურსზე მოქმედებს ძალიან ბევრი ფაქტორი. მე არაერთხელ გამიკეთებია განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ფისკალური ფაქტორები ამ ეტაპზე ლარის კურსზე ზემოქმედებას არ ახდენს”, – აღნიშნა ხადურმა და აქვე განმარტა, რომ ნებისმიერი პოლიტიკური თემა შესაძლოა გაცვლით კურსზე ზემოქმედებდეს.

banner
წინა სტატიაშიმთავრობის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაპროკურატურა ვაზაგაშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს