ნოდარ ხადური: კვირას თურქეთ-საქართველოს დამაკავშირებელ საბაჟო-გამშვებ პუნქტს გავხსნით

რუსთაველის თეატრში „თბილისის აბრეშუმის გზის“ ფორუმი ოფიციალურად იხსნება. ფორუმის დაწყებამდე კომენტარები მინისტრთა კაბინეტის წევრებმა გააკეთეს.

„საკმაოდ საინტერესო პროექტებია, მათ შორის ჩინეთისა და ევროპის დამაკავშირებელი მაგისტრალის ამოქმედება. რამდენიმე საინტერესო წინადადება გამოითქვა, რომ საქართველოს გავლით სხვადასხვა ქვეყანამ ტვირთები გაცვალოს. კვირას ჩვენ ახალ საბაჟო-გამშვებ პუნქტს გავხსნით, რომელიც ამ კონტექსტში ჯდება, ეს არის თურქეთ-საქართველოს დამაკავშირებელი კიდევ ერთი საბაჟო-გამშვები პუნქტი,“-განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ფორუმის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. დავით ბაქრაძის თქმით, ღონისძიება საქართველოს გეოსტრატეგიულ მნიშვნელობას ხაზს უსვამს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში 15 ოქტომბერს ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო ასრულებს გაცვლისა და ურთიერთობების რეგიონალური ცენტრის როლს, რაც იყო კიდეც მისი მისია ათასწლეულების განმავლობაში