ნოდარ ხადური: იმედი გვაქვს, რომ კურსმა უკან უნდა დაიწიოს

სავლუტო ფონდი

ჩვენი ეროვნული ვალუტის გაუფასურება არის სერიოზული პრობლემა, რომელიც გამოწვეულია გარე შოკებით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განუცხადა.

“მინდა, ყველა ექსპერტს ვთხოვო, რომ თავი შეიკავოს აბსოლუტურად არამოტივირებული და არაარგუმენტირებული შეფასებებისგან. ჩვენი ეროვნული ვალუტის გაუფასურება არის სერიოზული პრობლემა, გამოწვეულია გარე შოკებით. საქართველოს მთავრობამ არაერთხელ განაცხადა, რომ ყველაფერს აკეთებს, რათა უახლოეს მომავალში კურსის დასტაბილურება მოხდეს. მეტიც, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ის არათუ დასტაბილურდება, კურსმა უკან უნდა დაიწიოს”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.
მისივე შეფასებით, კურსზე, ეკონომიკური ფაქტორების გარდა, ფსიქოლოგიური ფაქტორებიც ახდენს გავლენას.
“მინდა ვთქვა, რომ გარდა ეკონომიკური ფაქტორებისა, გაცვლით კურსზე ფსიქოლოგიური ფაქტორებიც ახდენს გავლენას, ამიტომ მინდა, ვთხოვო იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ პრეტენზია, რომ შეუძლიათ ყველაფერზე გააკეთონ კომენტარი – მათი განცხადებები იყოს უფრო არგუმენტირებული და ემყარობოდეს იმ ინფორმაციას, სტატისტიკურ მონაცემებს, რომლებიც რეალურად არსებობს”, – დასძინა ნოდარ ხადურმა.

banner
წინა სტატიაშისლოვენიამ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა
შემდეგი სტატიანოდარ ხადური თანამდებობას EBRD-ის ღონისძიებების შემდეგ დატოვებს?