ნოდარ ხადური: ბიუჯეტის კორექტირება ძალიან რთული პროცესია

ლარის გაუფასურებამ სახელმწიფო ვალის ზრდა გამოიწვია

ბიუჯეტის კორექტირება ძალიან რთული პროცესია, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, მას შემდეგ განაცხადა, რაც ამ კუთხით არსებული ვითარებით პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაინტერესდა.
მისივე განმარტებით, პროცესის სირთულის მიუხედავად, ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი მომავალ კვირაში იქნება წარმოდგენილი.
“ჩვენ ვმუშაობთ ამაზე. ძალიან რთული პროცესია, რადგან კოლეგებისგან პირიქით, თანხების გაზრდაზეა მოთხოვნა, თუმცა არსებული ტენდენციების შესაბამისად, ჩვენ ამ საკითხს გავივლით სამინისტროებთან და იმის მიხედვით მოვახდენთ კორექტირებას. ასე რომ, ბიუჯეტს, მომავალ კვირაში წარმოგიდგენთ”, – მიმართა ნოდარ ხადურმა პრემიერ-მინისტრს.
ფინანსთა მინისტრის განმარტებით, პარლამენტში უკვე შესულია როგორც მიმდინარე, ისე მომავალი წლის პროგნოზებთან დაკავშირებით მთავრობის ხედვა და მას საფუნანსო საბიუჯეტო-კომიტეტი დღეს განიხილავს.
“დღეს უკვე პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი განიხილავს ჩვენს მიერ წარდგენილ პროგნოზებს როგორც მიმდინარე, ისე მომავალ წელთან დაკავშირებით. როგორც ჩვენ შევთანხმდით და დავაზუსტეთ, წლევანდელი ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები 2%-იან ზრდაზეა გათვლილი”, -აღნიშნა ნოდარ ხადურმა.

banner
წინა სტატიაშიძლიერმა წვიმამ მამადავითამდე მისასვლელი გზა და ვარაზისხევი განსაკუთრებით დააზიანა
შემდეგი სტატია“დაალაგეთ, გამონახეთ გამოსავალი, გასაგებია პრობლემები არსებობს, მაგრამ უნდა გამონახოთ გამოსავალი”- პრემიერი მინისტრებს მიმართავს