ნოდარ ხადური: არ ხდება შიგნით არავის მოსმენა და არავითარი მიყურადება

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ რუსთავი 2–ის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიდეოკამერების დამონაჟებისა და 24 საათიან პატრულირების ფაქტს ფინანასთა მინისტრი ნოდარ ხადური აფასებეს. ხადურის განცხადებით ეს მხოლოდ იმისთვის კეთდება,რომ რუსთავი 2–ის თანამშრომლებს, წყნარ გარემოში მუშაობის შესაძლებლობა ჰქონდეთ.

“მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია, ხომ არ ხდება სიტუაციის ხელოვნური ესკალაცია. ამიტომ, არაფერია იმაში ცუდი, როდესაც საზოგადოებამ ეს იცის. არ ხდება შიგნით არავის მოსმენა და არავითარი მიყურადება. ესაა ტერიტორიაზე დაკვირვება, რომ ვიღაცა არ მოვიდეს და მუშაობაში ხელი არ შეუშალოს ჟურნალისტებს”, – განაცხადა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაში„ეს იმ ადამიანების უსაფრთხოებისთვის გაკეთდა, ვინც „რუსთავი 2“-ში მუშაობს”
შემდეგი სტატიასოფელ წერაქვში მწერალ მიხეილ ჯავახიშვილის 135 იუბილეს აღნიშნავენ