ნოდარ ხადურის თქმით, იანვარში ინფლაციის მაჩვენებელი დაბალი იყო

სავლუტო ფონდი

საქართველოს ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ ეროვნული ბანკი ლარის კურსის მდგომარეობას თვალს ადევნებს და პროცესებს აკონტროლებს.

ნოდარ ხადურმა იანვრის მონაცემებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ იანვარში ოპერაციულ დონეზე ბიუჯეტი პროფიციტული იყო.

“ფინანსთა სამინისტროს მხრიდან იანვარში არ ყოფილა დაწოლა, ანუ ოპერაციულ დონეზე ბიუჯეტი იყო პროფიციტული, ანუ შემოსავლებმა გადააჭარბა ხარჯებს და უახლოესი თვეების განმავლობაში ეს ტენდენცია შენარჩუნებული იქნება იმ დედნის მიხედვით, რომელიც ჩვენ გვაქვს. ჩვენი მხრიდან, ბიუჯეტის მხრიდან გაცვლით კურსზე დაწოლა არ არის,“ – განაცხადა ხადურმა.

მისივე თქმით, ინფლაცია გასულ თვეს იყო დაბალი.

“ჩვენ ისედაც ვამბობდით, რომ ინფლაციის მაჩვენებელი იყო დაბალი. მე ამ დილითაც მქონდა კომუნიკაცია ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან და ეროვნული ბანკი აკონტროლებს სიტუაციას და ის მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს,” – განაცხადა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშივალერი მელაძე: ვოცნებობ რომ ჩემმა შვილებმა სტაბილურად იცხოვრონ
შემდეგი სტატია“ბერუაშვილი პირნათლად ემსახურებოდა თავის საქმეს” – ირაკლი ღარიბაშვილი გარდაცვლილ პოლიციელზე