ნიუ-იორკის ერთ-ერთი ციხის პატიმრებმა ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტებს ინტელექტუალურ დებატებში მოუგეს

ნიუ-იორკის ერთ-ერთი ციხის პატიმრებმა ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტებს ინტელექტუალურ დებატებში მოუგეს

ნიუ-იორკის ერთ-ერთი ციხის პატიმრებმა ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტებს ინტელექტუალურ დებატებში მოუგესნიუ-იორკის ერთ-ერთი ციხის პატიმრებმა ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტებს ინტელექტუალურ დებატებში მოუგეს. საუბრისა თემა მიგრაცია იყო.

წესების მიხედვით, ერთ-ერთი გუნდი რომელიმე თეზისს ამტკიცებს, მეორე კი უარყოფს. თამაშის პრინციპია მესამე, ნეიტრალური მხარე დაარწმუნონ იმაში, რომ ერთ-ერთი მხარის არგუმენტები უფრო ძლიერია. ჟიური აფასებს დავის წარმართვის და ორატორულ ხელოვნებას.

ჰარვარდის ჯგუფი აშშ-ში ერთ-ერთ ძლიერ გუნდად ითვლება. ის 2014 წელს ორატორული ხელოვნების ჩემპიონიც გახდა.
ამ წელს წარმატება თავისუფლება აღკვეთილებისკენ იყო, რომლებმაც სტუდენტების დამარცხება შეძლეს. მათ ეს შეძლეს იმის მიუხედავად, რომ ციხეში ინტერნეტი არა აქვთ და მხოლოდ წიგნებით სარგებლობენ.
სადისკუსიო კლუბი ორი წელია არსებობს ციხეში. მათ უკვე დაამარცხეს აშშ-ს სამხედრო ჯგუფი და ვერმონტის უნივერსიტეტის სტუდენტებიც. მაგრამ ჰარვარდის უნივერსიტეტების სადისკუსიო კლუბზე გამარჯვება, უდავოდ, მათ პროფესიონალიზმზე მიუთითებს.

“ჩვენ თუ გავიმარჯვებთ, ბევრი დაფიქრდება იმაზე, თუ რა ხდება ციხეებში. ჩვენ არ ვართ დაბადებიდან მჭერმეტყველები, ჩვენ ბევრს ვმუშაობთ საკუთარ თავზე” – განაცხადა 31 წლის პატიმარმა, რომელიც განზრახ მკვლელობისთვის იხდის სასჯელს.
დამარცხებულმა გუნდმა განაცხადა, რომ ისინი ამაყები არიან იმით, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ითამაშეს.

banner
წინა სტატიაშიარძინბა – თუკი პირს სამხედრო სამსახური არ გაუვლია, ის ვერ დასაქმდება
შემდეგი სტატიანობელის პრემია ლიტერატურაში ბელორუსელმა სვეტლანა ალექსიევიჩმა აიღო