ნინო ლომჯარია ხელისუფლებას მიმართავს

ნინო ლომჯარია ზუგდიდში რამდენიმე საათის წინ მომხდარ ფაქტს ეხმიანება

ნინო ლომჯარია ზუგდიდში რამდენიმე საათის წინ მომხდარ ფაქტს ეხმიანებასამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელი ნინო ლომჯარია ხელისუფლებას მიმართავს და მოითხოვს, რომ ნიკა გვარამის განცხადების შესახებ დაუყონებლივ დაიწყოს გამოძიება და მივიდეს საბოლოო შედეგამდე.

ლომჯარია ამბობს, რომ თუ ეს კადრები არსებობს ის თავის დროზე ან არ განადგურდა, ან შემდგომში მოხდა მისი ჩაწერა.

“ძალიან მძიმე მოსასმენი იყო ადამიანური თვალსაზრისითაც. მესმის რას განიცდიდა მისთვის ამის თქმა. შანტაჟის ფორმა არის ყველაზე ეფექტური იმიტომ, რომ მსხვერპლი არ საუბრობს ან საუბრობს და რთულია მისი დამტკიცება. როგორც გავიგეთ ორ პირს შორის მოხდა მხოლოდ ეს საუაბრი. მე ვფიქრობ, რომ ეს დიდი ალბათობით არის სიმართლე. ჩვენ ვნახეთ გამოქვეყნებული კადრები. ვიცნობთ ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ იყვნენ ასეთი შანტაჟის მსხვერპლნი. მე მას ადამიანურად სოლიდარობას ვუცხადებ. გამოძიება დაუყონებლივ უნდა დაიწყოს. მოვუწოდებ ნიკა გვარამიას ითანამშრომლოს გამოძიებასთან. ეს საქმე უნდა მივიდეს ბოლომდე აუცილებლად. არ ვიცი არსებობს თუ არა კადრები. ეს იმას მიანიშნებს, რომ პირველი არ განადგურებულა კადრები, ჩვენ ვიცოდით, რომ კადრები განადგურდა ან მოხდა ჩაწერა მას შემდეგ. ეს არის ყველანაირი წითელი ხაზის გადასვლა. ძალიან მძიმეა ჩემთვის ამ ყველაფრის მოსმენა. ხელისუფლებას ეკისრება პასუხისმგებლობა გამოძიონ ეს ფაქტი,”- აცხადებს ნინო ლომჯარია.

banner
წინა სტატიაშითუ რუსთავი 2 სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება მოხდება ეს პირდაპირ აისახება მედია ბაზარზე და გართულდება ყველა ჟურნალისტის საქმიანობა
შემდეგი სტატიაზვიად კვაჭანტირაძე: ხელისუფლების მხრიდან არ იგეგმება “რუსთავი2”-ის მაუწყებლობის შეწყვეტა