ნინო გოგუაძე: მისი წილი პასუხისმგებლობა ეროვნულ ბანკზეც არის

„თავისუფალი დემოკრატები” სავალუტო კრიზისის ირგვლივ ხელისუფლების წარმომადგენლებისა და “ეროვნული ბანკის” ხელმძღვანელობის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, ასევე ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნას განუკითხაობად აფასებენ და აცხადებენ, რომ ასეთ ვითარებაში არსებული კრიზისის დასაძლევად ერთობლივი მუშაობაა საჭირო.

განცხადება ამის შესახებ დღეს დეპუტატმა ნინო გოგუაძემ გააკეთა.

„სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები ერთმანეთს აბრალებენ იმ განუკითხაობას, რომელიც შექმნილია ქვეყანაში. ”ნაციონალები” გვისმენენ, ”ნაციონალები” გვაკონტროლებენ, ”ნაციონალების” ბრალია,” – ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ უპასუხისმგებლობას, რომელიც ამ ხელისუფლების მთავარი მახასიათებელია. რა თქმა უნდა, მისი წილი პასუხისმგებლობა არის “ეროვნულ ბანკზეც,” მაგრამ სწორედ იმიტომ არსებობს მთავრობა, პარლამენტი და სხვადასხვა ინსტიტუტი, რომ გამოიკვეთოს თითოეულის პასუხისმგებლობა და ერთად ვეძებოთ გამოსავალი შექმნილი უმძიმესი სიტუაციიდან,” – განაცხადა ნინო გოგუაძემ.

banner
წინა სტატიაშიპუტინი კრემლის ადმინისტრაციას და დუმას ხელფასებს უმცირებს
შემდეგი სტატიაპარლამენტში “ეროვნული ბანკის” ქმედებებზე მსჯელობა იწყება