ნინო გვენეტაძე: შენარდნაძის ეპოქა ჩემს ბიოგრაფიაში სამარცხვინო ნამდვილად არ არის

შევარდნაძის ეპოქა ჩემ ბიოგრაფიაში სამარცხვინო ნამდვილად არ არის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ნინო გვენეტაძემ პარლამენტში განუცხადა.
გვენეტაძის განმარტებით, შევარდნაძის ეპოქაში მან შეძლო, ყოფილიყო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მოსამართლე.

“დიახ, შევარდნაძის ეპიქაში, მართლმსაჯულების მაშინდელი რეფორმატორების ინიციატივით მე ნამდვილად მოვხვდი უზენაეს სასამართლოში, როგორც სამართლის გამოჩენილი სპეციალისტი. შევარდნაძის ეპიქაში შევძელი, რომ ვყოფილიყავი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მოსამართლე. ამდენად, შენარდნაძის ეპოქა ჩემ ბიოგრაფიაში სამარცხვინო ნამდვილად არ არის”, – განაცხადა გვენეტაძემ.

რაც შეეხება უშუალოდ იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მოსმენას, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის თქმით, დეპუტატებს საკუთარ ხედვას წარუდგენს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გააგრძელოს სისტემაში დაწყებული რეფორმები.

“მე მოვამზადე მოხსენება, რომელიც მიმდინარე რეფორმების გაგრძელებას და მის წარმატებით დასრულებას ისახავს მიზნად.ეს გულისხმობს მართლმსაჯულების განხორციელების დასრულებას ქვეყნის შიგნით”, – აღნიშნა გვენეტაძემ.

banner
წინა სტატიაშიოფიციალური თბილისის განმარტება – დეფაქტო ხელისუფლების ვიზიტი იტალიაში
შემდეგი სტატია“მივიღეთ გადაწყვეტილება კიდევ უფრო აქტიური ოპონირების რეჟიმში გავაგრძელოთ ჩვენი საქმიანობა”