ნინო გვენეტაძე: ყოველი მოსამართლე ვალდებულია იზრუნოს მიუკერძოებელი მართლმსაჯულების შექმნაზე

“ყოველი მოსამართლე ვალდებულია იზრუნოს მიუკერძოებელი მართლმსაჯულების შექმნაზე”-ეს განცხადება წარდგენიდან რამდენიმე წუთში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ნინო გვენეტაძემ გააკეთა.

მან აღნიშნა, რომ მისთის უდიესი პატივი და მაღალი პასუხისმგებლობაა საზოგადოების წინაშე ამ რანგში წარდგენა. როგორც გვენეტაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა პრეზიდენტის მიერ არჩეული მეთოდი კანდიდატის შესარჩევად იყო ის ეფექტური და რეალური მექანიზმი, რომელმაც წარმოდგენილ ყველა კანდიდატს მისცა შესაძლებლობა, რომ მათ დაეფიქსირებინათ საკუთარი აზრი საქართველოში დამოუკიდებელი მართლმსაჯულების შექმნასთან დაკავშირებით.

“სასამართლო დამოუკიდებელი მართლმსაჯულების განხორციელების ფონზე უნდა იყოს მაღალი იდეალების ერთგული, რეპრესიებისა და ძალის შეზღუდული გამოყენების ფაქტორი და ეს ყველაფერი მხოლოდ სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებით არის შესაძლებელი”-აღნიშნა გვენეტაძემ.

banner
წინა სტატიაშიუზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად პრეზიდენტმა ნინო გვენეტაძე დაასახელა
შემდეგი სტატიაეკა ბესელია: სუბიექტურ განცხადებას ვერ გავაკეთებ, უმრავლესობა მიიღებს გადაწყვეტილებას