ნინო ბურჯანაძე: “ქართულ ოცნებას” ჰაერივით სჭირდება “ნაციონალური მოძრაობა”, როგორც საფრთხობელა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის

ქართული ანდაზაა,

“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძის ინფორმაციით, ამაზრზენი სურათი, რომლის თვითმხილველნიც ვხდებით, არის პოლიტიკური თამაში, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” და პირადად ბიძინა ივანიშვილმა დაგეგმეს იმისთვის, რომ რაც შეიძლება დიდხანს დარჩნენ ხელისუფლებაში.

მისი თქმით, “ქართული ოცნება” და ბიძინა ივანიშვილი გარკვეულწილად ებრძვიან “ნაციონალურ მოძრაობას” იმისთვის, რომ დაასუსტონ და არა იმისთვის, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” პასუხი აგოს თავის დანაშაულზე საქართველოსა და მისი მოქალაქეების წინაშე.
“დღეს “ქართულ ოცნებას” ჰაერივით სჭირდება “ნაციონალური მოძრაობა”, როგორც საფრთხობელა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის. ეს არის ბინძური გარიგება და თამაში, რომელიც საქართველოს მოსახლეობის ხარჯზე ხდება. ამის დადასტურებაა ის, თუ რა თანმიმდევრობით ხდება “რუსთავი 2”-თან დაკავშირებული ღონისძიებების გატარება, გნებავთ ჩანაწერების გამოქვეყნება. ვითომ რამე ისეთი გავიგეთ, რაც ადრე არ ვიცოდით. უბრალოდ დღეს სჭირდება ეს ხელისუფლებას, რომ “ქართულმა ოცნებამ” წარმოაჩინოს თავი როგორც სამართლიანობისათვის მებრძოლმა პოლიტიკურმა ძალამ”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა იმედი გამოთქვა, რომ მოსახლეობა არ წამოეგება ამ ანკესზე და სწორ ანალიზს გააკეთებს მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
“რუსთავი 2” ახლა მაინც რომ ქცეულიყო დამოუკიდებელ ხალხის ტელევიზიად, ყველა შემთხვევაში მას გვერდით დავუდგებოდით, მაგრამ კარგად ხედავთ, რომ ეს პარტიული ტელევიზიაა. თუმცა, ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ის უნდა დაიხუროს, მე ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. მიმაჩნია, რომ თუნდაც მიკერძოებული სუბიექტური, თუნდაც “ნაციონალური მოძრაობისათვის” სასარგებლო, მაგრამ განსხვავებული აზრი მაინც უნდა არსებობდეს ქვეყანაში, მაგრამ დამოუკიდებლობის და ობიექტურობის პრეტენზია “რუსთავი 2″-ს ნამდვილად არ უნდა ჰქონდეს. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი მაღალპროფესიული გუნდი იქცა პარტიულ ტელევიზიად”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშიმამას აქ რა უნდა?
შემდეგი სტატიასერგო რატიანი: ხელისუფლების რეპუტაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ ნულს უტოლდება