ნინო ბურჯანაძე: სამწუხაროდ ქვეყანა იმართება კულვარებიდან

ნინო ბურჯანაძე: ვიმედოვნებ, რომ თუნდაც საარჩევნოდ, „ქართული ოცნება“ შეეცდება სამართლიანობა ადამიანების გარკვეული ნაწილის მიმართ მაინც აღდგეს

“სამწუხაროდ ქვეყანა იმართება კულვარებიდან,”- ასე გამოეხმაურა გაერთიანებული დემოკრატების ლიდერი ნინო ბურჯანაძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ განცხადებას.

“ივნიშვილისთვის საზოგადოებას ნდობა არ გამოუცხადებია იმისთვის, რომ ის ყოფილიყო მორიგი პოლიტიკური მოთამაშე, თუნდაც ძალიან მდიდარი. მას ხალხმა მისცა მანდატი, რომ მოეგვარებინა პრობლემები და შეესრულებინა დაპირებები. საპასუხოდ დღეს მივიღეთ არანორმალური მდგომარეობა.ხელისუფლება იმართება კულვარებიდან,”- განაცხადა გაერთიანებული დემოკრატების ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშიეკა ხერხეულიძე: გომელაურმა ივანიშვილს ყოველ საღამოს უნდა უპატაკოს, რომელი სარეველაა ამოსაძირკვი
შემდეგი სტატიატრამპმა კონკურენტს “იდიოტი” უწოდა