ნინო ბურჯანაძე: პროკურატურის მიერ ე.წ. კაბელების საქმეზე გაკეთებული განცხადება სამარცხვინოა

ქართული ანდაზაა,

“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე პროკურატურის მიერ ე.წ. კაბელების საქმეზე გაკეთებულ განცხადებას სამარცხვინოს უწოდებს. მისი თქმით, დღეს გამოჩნდა, რომ პროკურატურა აბსოლუტურად უსუსურია, ან მართლაც ერთი კონკრეტული ადამიანის დავალებებს ასრულებს.
“თუ შესაძლებელი იყო იმ ადამიანების გირაოთი გათავისუფლება, რომელთა შესახებაც დღეს პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს, მაშინ რატომღა იჯდნენ ეს ადამიანები პრაქტიკულად 9 თვის განმავლობაში ციხეში და რატომ მოხდა ეს მიმართვა სასამართლოს განხილვამდე ერთი დღით ადრე? დღეს ითქვა, რომ ეს არის პროკურატურის მცდელობა, რომ სახე შეინარჩუნოს. ეს იყო ყველაზე უჭკუო გადაწყვეტილება, რაც შეიძლება ადამიანს მოეფიქრებინა. ვინ აღგვიდგენს ჩვენ სამართლიანობას, ეს პროკურატურა და ეს ხელისუფლება? კატეგორიულად მოვითხოვ საგანგებოდ იქნას გამოძიებული პროკურატურის მოქმედება. თუმცა მართლაც ჩაკეტილი წრეა, ვინ უნდა გამოიძიოს, ისევ პროკურატურამ?”, – განაცხადა ბურჯანაძემ.
მისი თქმით, სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ხელისუფლება, რომელიც ავირჩიეთ სამართლიანობის აღდგენისთვის ძალიან შორს არის სამართლიანობისგან და კიდევ უფრო შორს არის ელემენტარული კომპეტენტურობისგან. ბურჯანაძის თქმით, იგი იმედოვნებს, რომ ეს ხელისუფლება მალე წავა.

banner
წინა სტატიაშიზურაბ გვასალია: საბანკო სექტორის მხრიდან დაზარალებულებისა და ქალაქისთვის გაწეული დახმარება მასშტაბური იქნება
შემდეგი სტატიარა ხდება სტიქიის ერთ-ერთ კრიტიკულ ზონაში?- ფოტოკოლაჟი წყნეთის ქუჩიდან