ნინო ბურჯანაძე მოსკოვში მიემგზავრება

ნინო ბურჯანაძე: მივიღე პირობა, რომ გამარტივდება ვიზები საქართველოს მოსახლეობისათვის

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერის, სერგეი ნარიშკინის მიწვევით მოსკოვში მიემგზავრება.

ბურჯანაძე მონაწილეობას მიიღებს 10 ივლისს რუსეთის სახელმწიფო დუმისა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ მრგვალ მაგიდაში სახელწოდებით „მსოფლიოსა და რეგიონალური უსაფრთხოების გამოწვევები 21 საუკუნე“.

“ასევე იგეგმება „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის მაღალი რანგის შეხვედრები ფედერაციის საბჭოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში”, – აცხადებენ „დემოკრატიული მოძრაობის“ პრესსამსახურში.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძის პროგნოზით, საბერძნეთიდან გზავნილების შემცირება ლარის კურსზე გავლენას ვერ მოახდენს
შემდეგი სტატია“საბერძნეთის მსგავსი კრიზისი საქართველოშიც მოსალოდნელია” – გიორგი ბარამიძე