ნინო ბურჯანაძე: თუ აღვადგენთ ნდობას აფხაზებსა და ოსებთან და რუსეთი პოზიტიურ როლს შეასრულებს, კონფლიქტის დარეგულირებას შევძლებთ

ქართული ანდაზაა,

თუ ჩვენ შევთანხმდებით, რომ ერთი მხრივ, აღვადგენთ ნდობას აფხაზებსა და ოსებთან და მეორე მხრივ, თუ რუსეთი პოზიტიურ როლს შეასრულებს , ჩვენ ამ კონფლიქტის დარეგულირებას შევძლებთ, – ამის შესახებ “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ “ენტევე”-სთან ინტერვიუში განაცხადა.
ნინო ბურჯანაძე მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში რუსეთის სათათბიროს თავმჯდომარე, სერგეი ნარიშკინს შეხვდა. ჟურნალისტის კითხვაზე, ისაუბრეს თუ არა მათ ე.წ სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, ბურჯანაძემ უპასუხა, რომ იგი არ აპირებს შეხვედრის დეტალებზე საუბარს.
“მთავარი, რაც შემიძლიათ გითხრათ, არის ის, რომ ყველა მტკივნეული თემა, რომელსაც მე რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობაში მნიშვნელოვნად მივიჩნევ, პრატიკულად ჩვენ განვიხილეთ”, – აღნიშნა ბრუჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის მრჩევლის შენიშვნებს თეა წულუკიანი არ ეთანხმება
შემდეგი სტატიაერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2477 ლარია