ნინო ბურჯანაძე – თანამდებობიდან გაშვების შემდეგ როცა ლაპარაკობენ, განცხადებები დამაჯერებელი არ არის

ქართული ანდაზაა,

ირაკლი ალასანიას განცხადებები დამაჯერებელი მაშინ იქნებოდა, ამ ფაქტის შემდეგ თანამდებობიდან თავად რომ გადამდგარიყო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განუცხადა.
ბურჯანაძე თავდაცვის ყოფილი მინისტრის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც საფრანგეთში საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასთან დაკავშირებით მემორანდუმის ხელმოწერას შეეხებოდა.
“მისი განცხადებები დამაჯერებელი იქნებოდა, ამ ფაქტის შემდეგ თავად რომ გადამდგარიყო თანამდებობიდან. გაშვების შემდეგ როცა ლაპარაკობენ მაშინ ნამდვილად არ არის განცხადებები დამაჯერებელი”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
ირაკლი ალასანიამ დღევანდელ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ფუნდამენტური თავდაცვითი შესაძლებლობის შეძენაზე საქართველოს ირაკლი ღარიბაშვილმა და ბიძინა ივანიშვილმა ათქმევინეს უარი.
“თუკი გვინდა, თავიდან ავიცილოთ ომი და დაპირისპირება, ყველაზე დიდი ძალა არის, იყო მზად ომისთვის, შენი მშვიდობის დაცვისთვის. ამას ბუნებრივია, სჭირდება შეირაღებულ ძალებში და ჩვენს საზოგადოებაში წინააღმდეგობის გაწევის ნება, მაგრამ ეს ნება რომ რეალიზდეს, მას სჭირდება შესაძლებლობები, რომელსაც ჰქვია თავდაცვითი შესაძლებლობა. სწორედ ასეთი, ერთ-ერთი ფუნდამენტალური შესაძლებლობის შეძენაზე უარი ათქმევინეს საქართველოს ბატონმა ღარიბაშვილმა და ბატონმა ივანიშვილმა, იმიტომ, რომ მათ არასდროს არავინ არ დაუკარგავთ ომში და არასდროს გულწრფელი სოლიდარობა არ ჰქონიათ საქართველოს სამხედროებთან, თავდაცვასთან და ჩვენი ქვეყნის ჯართან”, – განაცხადა ალასანიამ.

banner
წინა სტატიაშიჯარისკაცების მოწამვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
შემდეგი სტატია“თაიმსი” – მარტის დასაწყისში პუტინი ავად იყო