ნინო ბურჯანაძე: ვწუხვარ, რომ არც ჩემი პირველი ვიზიტის და არც ახლანდელი ვიზიტის შესაძლებლობა ჩვენი ხელისუფლების მხრიდან გამოყენებული არ არის

ნინო ბურჯანაძე: მივიღე პირობა, რომ გამარტივდება ვიზები საქართველოს მოსახლეობისათვის

“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ გასულ კვირას, ორმხრივი შეხვედრა გამართა რუსეთის ხელისუფლების სათათბიროს ხელმძღვანელთან, ვალენტინა მატვიენკოსთან და რუსეთის ხელისუფლების სხვა მაღალი თანამდებობის პირებთან.

“დემოკრატიული მოძრაობის” ცნობით, ნინო ბურჯანაძე ასევე სპეციალურ სტუმრად იყო მიწვეული საერთაშორისო ქალთა კონფერენციაზე, რომლის ორგანიზატორი რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატა იყო.

“ძალიან ვაფასებ და უმნიშვნელოვანესად მიმაჩნია ის, რომ შეხვედრების დროს გამოხატული იყო კეთილგანწყობა არა მხოლოდ ჩემდამი, არამედ საქართველოს მიმართ. რუსეთის მხრიდან ნამდვილად არის მზაობა რუსულ-ქართული ურთიერთობების დარეგულირების პროცესის დაწყებისა. ძალიან ვწუხვარ, რომ არც ჩემი პირველი ვიზიტის და არც ახლანდელი ვიზიტის შესაძლებლობა ჩვენი ხელისუფლების მხრიდან გამოყენებული არ არის. ჩემი პირველი ვიზიტის შემდეგ განვაცხადე, რომ ძალიან დიდი შეღავათი იქნებოდა ვიზების გამარტივების საკითხთან დაკავშირებით და ნამდვილად შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ძალიან მოკლე ხანში ქართველები დაინახავენ სერიოზულ გარდატეხას სავიზო პოლიტიკაში საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისი თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართული მხარის მიერ დაწესებული სანქციების მიუხედავად, რუსეთმა სარკისებური სანქციები არ გამოიყენა და ჩვენი პროდუქცია არ შეზღუდულა რუსეთის ბაზარზე.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს ელჩი: საქართველომ დაკარგა ერთ-ერთი ყველაზე მამაცი და გმირი შვილი
შემდეგი სტატიაიურიდიულმა კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი მარიხუანას მოხმარებისთვის სასჯელის ზომად პატიმრობის გაუქმებას