ნინო ბურჯანაძე: დღეს მერკელმა დაადასტურა ის, რასაც მე თვეების წინ ვამბობდი

ნინო ბურჯანაძე: ვიმედოვნებ, რომ თუნდაც საარჩევნოდ, „ქართული ოცნება“ შეეცდება სამართლიანობა ადამიანების გარკვეული ნაწილის მიმართ მაინც აღდგეს

burjanadzeრიგის სამიტის წინ ანგელა მერკელის მიერ გაკეთებული განცხადება გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობაში შეაფასეს. ნინო ბურჯანაძე გერმანიის კანცლერის განცხადებას საქართველოს მთავრობისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარუმატებლობად აფასებს.

“სამწუხაროდ, ის რაც დღეს ხდება ქვეყანაში, როდესაც ერთის მხრივ, ვერაფერს ვიღებთ რიგის სამიტზე, ხოლო მეორეს მხრივ, რიგაში საპატიო სტუმრის სტატუსით იმყოფება მიხეილ სააკაშვილი, ლაპარაკობს იმაზე, რომ ყველა ჩვენი ოცნება ქართულ ოცნებასთან დაკავშირებით ნამდვილად დასრულებულია, ეს ლაპარაკობს ამ ხელისუფლების აბსოლუტურ უუნარობაზე და საგარეო პოლიტიკის სრულ კრახზე,”- აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

პარტიის ლიდერმა ევროპასთან უვიზო მიმოსვლის საკითხზეც ისაუბრა.

“მე მოსახლეობას ვეუბნები იმას, რასაც ვხედავ, რაც კარგად ვიცი, რადგან კარგად მესმის ობამას ენაც, მერკელის ენაც, ოლანდის ენაც და პუტინის ენაც. ჩემს მიერ გაკეთებული პროგნოზები ხდება რამდენიმე თვის შემდეგ ჩემი ნათქვამიდან. გუშინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპულმა ქმედებებმა არ უნდა შეუქმნას საფრთხე რუსეთის კანონიერ ინტერესებს, დღეს გერმანიის კანცლერმა სიტყვასიტყვით გაიმეორა, რომ ევროპის გადაწყვეტილებები რუსეთს საფრთხეს არ შეუქმნის. დღეს მერკელმა, ისევე როგორც ადრე სხვა პოლიტიკოსებმა, დაადასტურა ის, რასაც მე თვეების წინ ვამბობდი, რომ ალტერნატივის ასე დაყენება – ან ევროპა და ან რუსეთი, ეს არის მოსახლეობის შეგნებული დეზინფორმაცია, რათა ქვეყანაში ანტირუსული ისტერია შეიქმნას. ასე, რომ თუ დროულად გამოვფხიზლდებით ქართველები, იქნებ რამე გვეშველოს, ამის შანსი ჯერ კიდევ არის,”- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს.

banner
წინა სტატიაშირიგის სამიტი და დასკვნით დეკლარაციაში ბოლო მომენტში ჩამატებული ფრაზა
შემდეგი სტატიარუსეთის პატრიარქი ,,ევროვიზიის,, წინააღმდეგ