ნინო ბურჯანაძე:ივანიშვილმა დასავლეთის დირექტივების შესრულება 1-ელ ოქტომბერსვე დაიწყო

ნინო ბურჯანაძე: ვიმედოვნებ, რომ თუნდაც საარჩევნოდ, „ქართული ოცნება“ შეეცდება სამართლიანობა ადამიანების გარკვეული ნაწილის მიმართ მაინც აღდგეს

“გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, “ქართული ოცნება” საქართველოს მოსახლეობას “ნაციონალურ მოძრაობასთან” ფლირტისთვის, პრანჭვა-გრეხისთვის და კოჰაბიტაციისთვის არ აურჩევია.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ, ტელეკომპანია “ობიექტიბვის” ეთერში განაცხადა.
“ჩვენ ისიც ძალიან კარგად ვიცით, რომ არჩევნებზე “ნაცმოძრაობას” 40% არ მიუღია. იმავე საღამოს რომ გამოვარდა ივანიშვილი და თქვა დემოკრატიულად ჩაატარა “ნაცმოძრაობამ” არჩევნები და ხელისუფლება დემოკრატიულად გადმოგვაბარაო, მე იმ დღეს ავტეხე განგაში და იმ საღამოს დავურეკე ყველა ლიდერს ივანიშვილის გარდა, რომ რას აკეთებთ ხალხო, დღეს თქვენ მკვდარი “ნაციონალური მოძრაობის” გაცოცხლებას უწყებთ-მეთქი ხელს და სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ახდა. როგორ, “ნაცმოძრაობამ” რომ 40% არ მიიღო არ ვიცით? უბრალოდ ბიძინა ივანიშვილმა და “ოცნებამ” მაშინვე დაიწყეს დასავლეთის და ამერიკის საელჩოს დირექტივების შესრულება და ხელი მოუწერეს “ნაციონალური მოძრაობის” 40%-ს” – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრი თურქეთის და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებს შეხვდა
შემდეგი სტატიააშშ-ში უცხვირო ბავშვი დაიბადა