ნინოწმინდის რაიონში მაშველებმა თოვლიდან 100-მდე ავტომანქანა გამოიყვანეს

ნინოწმინდა

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო ჯგუფების მიერ ნინოწმინდის რაიონში, საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე დიდთოვლობის და ქარბუქის გამო, გზაში ჩარჩენილი ავტომობილების და მოქალაქეების გამოსაყვანად სამაშველო ოპერაციები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

შექმნილი რთული ვითარების გამო, ადგილზე ნინოწმინდის სახანძრო-სამაშველო სამსახურის სამაშველო ჯგუფების გარდა მობილიზებულ იქნა ახალქალაქის, ასპინძის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამაშველო ჯგუფები, ხოლო თბილისიდან დამატებით გაიგზავნა ხუთი ჯგუფი სპეციალური მაღალი გამავლობის ავტომანქანებით.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის კოორდინაციით ჩატარებული სამაშველო ოპერაციის შედეგად მაშველებმა 100-მდე ავტომანქანა გამოიყვანეს თოვლიდან და გადაიყვანეს უსაფრთხო ადგილას.

სამაშველო ჯგუფები ამ დრომდე აგრძელებენ სამუშაოებს. სამაშველო სამუშაოებს ართულებს რთული მეტეოროლოგიური პირობები.

banner
წინა სტატიაშიუკრაინელი დეპუტატი და ტყვედჩავარდნილი პილოტი ციხეში შიმშილობს
შემდეგი სტატიაავსტრალიაში სიცხემ 46 გრადუსს მიაღწია