ნინია კაკაბაძე: საგანგებო მდომარეობა ოფიციალურად უნდა იყოს გამოცხადებული

ახლა გაცილებით პრინციპულია ის, რომ რუსთავი 2 გადარჩეს იმ სახით, როგორი სახითაც არსებობს

“ეს ხელისუფლება არანორმალურად უსუსური და უუნაროა,”- ეს განცხადება “რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერთში საუბრისას ნინია კაკაბაძემ გააკეთა.

კაკაბაძემ აღნიშნა, რომ აუცილებელია, რომ ქალაქში სადაც ვეფხვები და ლომები დადიან გამოცხადდეს საგანგებო მდომარეობა.

“ჩემი რეაქცია არის უსუსური მოქალაქის, რომლის უკანაც არ დგას სახელმწიფო, რომელიც არ იცავს არა მარტო ჩემი, არამედ არცეთი მოქალაქის სიცოცხლეს. სამწუხაროდ ყველაფერი ეს ამის მაჩვენებელია რაც ხდება. ეს ხელისუფლება არანორმალურად უსუსური და უუნაროა. ასეთ შემთხვევაში ეს გაცილებით უფრო მძაფრად გამოჩნდა. საგანგებო მდომარეობა ოფიციალურად უნდა იყოს გამოცხადებული. მე შთაბეჭდილება მრჩება რომ გულგრილები არიან და არაკომპეტენტურები. არ იციან რა უნდა გააკეთონ და როგორ უნდა მოიქცნენ,”- აცხადებს ნინია კაკაბაძე.

თოქ-შოუ “არჩევანში” საუბრისას ნინია კაკაბაძე აცხადებს, რომ სტიქიის ზონაში არსებობს ეპიდემიის გავრცელების შანსი და იქ არა მოხალისეები, არამედ სპეციალისტები უნდა მუშაობდნენ.

“ეპიდემიის გავრცელების რაღაც საშიშროება არის. არაჩვეულებრივი ახალგაზრდები იქ მუშაობენ და ისინი უნდა გამოიყვანონ და სპეციალისტები უნდა შეიყვანონ. აქ მოხალისეები კი არ უნდა იყვნენ ჯარისკაცები და სპეციალისტები უნდა იყვნენ სპეციალური აღჭურვილობით რომ მათაც არაფერი დაემართოთ. 16, 15 წლის გოგოები და ბიჭები იქ არ უნდა იყვნენ,”- განაცადა ნინია კაკაბაძემ.

banner
წინა სტატიაშიცინცაძის ქუჩაზე მოსახლეობამ მტაცებელის ხმა გაიგო
შემდეგი სტატიააფხაზეთის ე.წ. საზღვრის გადასაკვეთად საჭირო დოკუმენტები