ნიკო ფიროსმანის “არსენალის მთა ღამით’” ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით საჩუქრად ხელოვნების მუზეუმს გადაეცემა

ივანიშვილი

227745005ნიკო ფიროსმანის “არსენალის მთა ღამით’” ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით საჩუქრად ხელოვნების მუზეუმს გადაეცემა და მისი ნახვის შესაძლებლობა ყველა მსურველს ექნება.

ივანიშვილების ოჯახმა ფიროსმანის ეს ტილო გუშინ კრისტის აუქციონზე მილიონ-ნახევარ დოლარად შეიძინა. შეგახსენებთ, “არსენალის მთა ღამით” 1957 წელს ცნობილ ფრანგ პოეტს ლუი არაგონს 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით აჩუქეს.

რის შემდეგაც ის ორჯერ გაიყიდა, ბოლო მფლობელმა ნახატი ლონდონის აუქციონზე 2010 წელს იყიდა, ახლა კი ფიროსმანის “არსენალის მთა ღამით” საქართველოს უბრუნდება.

banner
წინა სტატიაშიპოლიტიკურად მოტივირებული საქმე დაენგრა პროკურატურას– ირაკლი ალასანია
შემდეგი სტატიამე დავბრუნდები საქართველოში მალე!