ნიკო ბურის სასახლე და მუხრანის კარის ეკლესია, ინვესტორებისა და მთავრობის ძალისხმევით აღდგება

 

I-II საუკუნეების ნაქალაქევი სოფელ ძალისში, ნიკო ბურის სასახლე და მუხრანის კარის ეკლესია, ინვესტორებისა და მთავრობის ერთობლივი ძალისხმევით აღდგება.

ახალ საინვესტიციო პროექტებს და მუხრანის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების პოტენციალს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეცნო.

საინვესტიციო პროექტებზე „შატო მუხრანის“ დამფუძნებელი ფრედერიკ პოულსენი მუშაობს, რომელმაც მთავრობის მეთაურს მუხრანისა და მისი შემოგარენის ტურისტული პოტენციალის განვითარების შესახებ საინვესტიციო პრეზენტაცია წარუდგინა.

ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ისტორიული ძეგლების რეკონსტრუქცია-რესტავრაციის შემდეგ მუხრანი ტურისტებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველ ადგილად გარდაიქმნება.

პრემიერ-მინისტრთან ერთად, დღეს მუხრანში ბიზნესომბუდსმენი, ეკონომიკური საბჭოს მდივანი გიორგი გახარია იმყოფებოდა.

banner
წინა სტატიაშიპატიმრის დახასიათების გამოთხოვის შემდეგ შეწყალებამდე თუ რაიმე სამართალდარღვევას ჰქონდა ადგილი, სასჯელაღსრულების უწყებას უნდა შეეტყობინებინა
შემდეგი სტატიაბარაკ ობამამ ამჯერად კენიაში აცეკვდა (+ვიდეო)