ნიკოლოზ მჟავანაძე: პროკურატურამ უნდა დაიწყოს გამოძიება წყლის ქსელების რეაბილიტაციისთვის განსაზღვრული თანხების არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით

საფრთხე ემუქრება

,,უფლებადამცველთა გაერთიანება’’ მოუწოდებს მთავარ პროკურატურას დაიწყოს გამოძიება წყლის ქსელების რეაბილიტაციისთვის განსაზღვრული თანხების არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით – განაცხადა ,,უფლებადამცველთა გაერთიანების’’ თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ.

მჟავანაძის განცხადებით- ,,2013 წლიდან თვითმმართველ ერთეულებს გამოეყოთ თანხები, რათა სოფლებში მომხდარიყო სამუშაოების ჩატარება წყლის ქსელებზე, რათა მოსახლებას შეუზღუდავად მიწოდებოდა სასმელი წყალი. Qქვემო ქართლში , შიდა ქართლისა და კახეთის ძალიან ბევრ სოფელში ეს სამუშაოები უხარისხოდ იქნა შესრულებული. არ იყვნენ ჩართული შესაბამისი დარგის სპეციალისტები : გეოლოგები, ეკოლოგები, ინჟინრები. არ მომხდარა სამუშაოების ჩატარების შემოწმება თუ რამდენად აკმაყოფილებდა მოთხოვნებს ის რაც დაიგეგმა, რის შედეგადაც ზაფხულის ცხელ დღეებში მოსახლეობა სასმელი წყლის გარეშე დარჩა.’’
“უფლებადამცველთა გაერთიაენებას” მომართა არაერთმა სოფელმა, სადაც აღნიშნული პრობლემებია. მოვუწოდებთ ასევე რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რათა მიავლინონ შესაბამისი დარგის სპეციალისეტბი სასმელი წყლის ქსელების, ნაგებობების შესამოწმებლად.’’

banner
წინა სტატიაში„სოციალურად დაუცველების პოლიტიკური თამაშებისთვის გამოყენება არ არის სწორი“
შემდეგი სტატიათენგიზ არჩვაძე იუბილარია – საქართველოს დამსახურებული არტისტი 83 წლის გახდა