ნიკოლოზ ვაშაკიძე–”უნამუსო, ოლოგარქიული ეკონომიკური სისტემის ჩამოყალიბების ყველა ნიშანი სახეზეა”

ნიკოლოზ ვაშაკიძე–

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ეხმიანებასაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ეხმიანება.

უნამუსო, ოლოგარქიული ეკონომიკური სისტემის ჩამოყალიბების ყველა ნიშანი სახეზეა – კარტელური ფასები, თანამდებობების კლანური პრინციპით დანაწილება, ჩინოვნიკური აპარატის და მაფიოზური ბიზნესკლანების შეზრდა, არაფორმალური მმართველობა, სახელმწიფო ტენდერების ფიქციად გადაქცევა და ა.შ. ამას აუცილებლად მოყვება მოსახლეობის კიდევ უფრო გაღატაკება, ტოტალური უუფლებობა, სახელმწიფო სერვისების კიდევ უფრო მეტი მოშლა, ქურდების გამეფება და კრიმინოგენული სიტუაციის რადიკალური გაუარესება. ასეთ გატიალებულ ქვეყანას შემდეგ მტერიც იოლად დაეპატრონება და ჩვენი მომავალი თაობები ახლანდელს დაწყევლიან თავიანთი და თავის ქვეყნის სამარცხვინო და გაუსაძლისი მდგომარეობის გამო. ყველას, ვისაც ოდნავ მაინც შემორჩა სინდისი, გონება, სამოქალაქო შეგნება და პატრიოტიზმი უნდა აღუდგეს ამას წინ. ქვეყნის საუკეთესო ნაწილი 2016 წლის არჩევნებზე უკიდურესად მობილიზებული უნდა გავიდეს !–წერს ნიკოლოზ ვაშაკიძე

banner
წინა სტატიაში“დაცვის მხარე რამდენიმე თვე ცრუობდა”- პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაგიგი უგულავას სარჩელი პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო