ნიკოლა სარკოზის მამა მოსკოვში ზურაბ წერეთელს სტუმრობს…

epa04907944 Father of the former French President Nicholas Sarkozy, Pal Sarkozy (L)  speaks with the President of Russia's Fine Art Academy Zurab Tsereteli (R)  during the opening of his exhibition in the Russia's Fine Art exhibition hall in Moscow, Russia, 01 September 2015. Hungarian born Pal Sarkozy, 88, arrived in France in 1948 and made a career as a successful designer and started as an artist only in 2001.  EPA/SERGEI CHIRIKOV

,,მიყვარს რუსეთი… ხალხი, სამზარეულო და რუსული არაყი,, აცხადებს საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტისა და ამჟამად მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის ნიკოლა სარკოზის მამა პალ სარკოზი, რომელიც ამ დღეებში მოსკოვში, პრეჩისტინკაზე არსებულ ზურაბ წერეთლის ხელოვნების გალერეაში საკუთარი ნამუშევრების გამოფენას მართავს.

აღსანიშნავია, რომ ნიკოლა სარკოზის მამა, მხატვარი პალ სარკოზი რუსეთის სამხატვრო აკადემიის საპატიო წევრია, რომლის პრეზიდენტიც თავად ზურაბ წერეთელი გახლავთ…

რუსულ მედიასთან საუბრისას პალ სარკოზი აცხადებს, რომ მხატვრობაში, რომელითაც ის საკმაოდ მოგვიანებით დაინტერესდა, ბევრი რამ თავისი მეგობრისგან, ზურაბ წერეთლისგან ისწავლა.

პალ სარკოზის შემოქმედების ძირითადი ნაწილი ქალებს ეძღვნება… ის არ მალავს, რომ მას თავისი ვაჟივით ძალიან უყვარს ქალები და ამჟამად მასზე გაცილებით ახალგაზრდა ქალბატონთან მეოთხე ქორწინებაში იმყოფება.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშიპუტინი ჩინეთს მიემგზავრება…
შემდეგი სტატია2-4 სექტემბერს თბილისში ამბასადორიალი-2015 გაიმართება