ნიკიტა მიხალკოვი პუტინს მილიარდ რუბლს სთხოვს

რუსმა რეჟისორებმა ნიკიტა მიხალკოვმა და ანდრეი კონჩალოვსკმა რუსეთში საზოგადოებრივი კვების ნაციონალური ქსელის შექმნის იდეით რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს მიმართეს.
ქსელმა „მაკდონალდს“ უნდა გაუწიოს კონკურენცია.პრეზიდენტისადმი გაგზავნილ წერილში შეფასებულია ხარჯები, რომელიც კვების ობიექტების ქსელს დასჭირდება. საუბარია მილიარდ რუბლზე, რომლის ამოღება ხუთ წელიწადზეა გათვლილი.

წერილში დაკონკრეტებულია, რომ კვების ობიექტის ბრენდად გამოყენებული იქნება გადაცემა „Едим дома,“ რომელსაც კანჩალოვსკის მეუღლე იულია ვისოცკაია უძღვება. თვითონ ვისოცკაია ჩაფიქრებულია ქსელის სახედ.
რუსელი მედიის ცნობით, ვისოცკაიას უკვე აქვს ორი რესტორანი მოსკოვში, გარდა ამისა, ის აქვეყნებს კულინარულ ჟურნალს, მის კუთვნილებაში არსებული კომპანია კი გაყინულ ხილს და ბოსტნეულს აწარმოებს.
პროექტით გათვლილია, რომ ქსელს ექნება საკუთარი მაღაზია კაფეებით.
კანჩალოვსკიმ დაადასტურა პროექტის წარდგენა, მაგრამ მასზე კომენტარი არ გააკეტა. მიხალკოვი საბერძნეთშია და მასთან დაკავშირება ჟურნალისტებმა ვერ მოახერხეს.

banner
წინა სტატიაში“საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა ინვესტიციების თვალსაზრისით” – დავით საგანელიძე შვეიცარიის ელჩის განცხადებაზე
შემდეგი სტატიაპუტინი: სამხედრო პოტენციალის გაზრდა მშვიდი ცხოვრების გარანტიაა