ნიკა რურუა: საქართველო დაემსგავსება პუტინის რუსეთს და კადიროვის ჩეჩნეთს

“საქართველო დაემსგავსება პუტინის რუსეთს და კადიროვის ჩეჩნეთს,” – ეს კი, როგორც ნიკა რურუა ამობობს, იმ შეთხვევაში მოხდება, თუ რუსთავი2-ს საქართველოს მოსახლეობა არ დაიცავს და მაუწყებლის გარშემო მიმდინარე პროცესების მიყვანას ხელისუფლება ბოლომდე მოახერხებს.

“ვფიქრობ, რუსთავი2-ის მოგუდვა უნდათ და ეს, ჩემი აზრით, არ იქნება აქ ფიზიკურად შემოსვლა. ეს იქნება ახალი მეპატრონისთვის გადაცემა, როგორც ეს პუტინმა 2000 წელს NTB-თან მიმართებაში გააკეთა. საქართველო დაემსგავსება პუტინის რუსეთს და კადიროვის ჩეჩნეთს. აი, ასეთი ჯოჯოხეთური სცენარია. ამის მცველი დღეს რუსთავი2-ია. რუსთავი2 კი სახელმწიფომ უნდა დაიცვას,” – განაცხადა ნიკა რურუამ.

banner
წინა სტატიაშისაკონსტიტუციო სასამართლო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიასაპარლამენტო უმრავლესობა ლიდერს მომავალი კვირაში აირჩევს