ნიკა მელია – ვიმედოვნებ, პროკურატურა გონიერებას გამოიჩენს და ბესო გაზდელიანის პატიმრობას არ მოითხოვს

ხელისუფლებამ ბილეთები უნდა დააბრუნოს–ნიკა მელია

“ნაციონალური მოძრაობის” წევრ ნიკა მელიას იმედი აქვს, პროკურატურა გონიერებას გამოიჩენს და ბესო გაზდელიანის პატიმრობას არ მოითხოვს.
“ძალიან სამწუხაროა, ნაცვლად იმისა, რომ ბატონმა ივანიშვილმა საზოგადოებას პასუხი გასცეს, თუ რატომ გადასცა სახელმწიფო ქონება საკუთარ დეიდაშვილს 1 ლარად, გუშინდელ თეატრალიზებულ აქციაზე აკავებენ ჩვენს მეგობარ ბესო გაზდელიანს იმისთვის, რომ მან აქციის მსვლელობისას ხურდა ფული, ასე ვთქვათ, თეატრალიზებულად გადააგდო და მიწიდან ასხლეტილი მინას მოხვდა. გაიბზარა ივანიშვილის მინა. ამის გამო სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს შვიდი შვილის მამა. ეს არის ნათელი მაგალითი, თუ რა ორმაგი სტანდარტით ხელმძღვანელობს ჩვენი ხელისუფლება, მაშინ როდესაც მათი “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაცია არაერთ ოპოზიციური პარტიის საცხოვრებელ სახლებში სადარბაზოებს ღებავენ, ისვრიან ქვებს, კვერცხებს და არათუ სისხლისამართლის პასუხისგებაში მიცემა, არამედ საერთოდ რეაგირებაც კი არ ხდება ამ ფაქტებზე”, – განაცხადა მელიამ.
შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ბესო გაზდელიანი გუშინ ბიძინა ივანიშვილის სახლთან გამართულ აქციაზე, სხვისი ქონების განზრახ დაზიანების ფაქტზე დააკავეს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ალასანია – მთავრობა, რომლის მიმართაც ნდობა არ აქვთ, ქვეყანას კიდევ უფრო ღრმა კრიზისში შეიყვანს
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე – ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია