ნიკა მელია: დედაქალაქის მთავრობის შეურაცხმყოფელი და უუნარო შემადგენლობა უნდა გადადგეს

“ნაციონალური მოძრაობაში” თბილისის მთავრობის გადადგომას მოითხოვენ.

ნიკა მელიას განცხადებით, დავით ნარმანიამ მერია ახალი და გამოცდილი კადრებით უნდა დააკომპლექტოს.

ნიკა მელია თბილისის მერზე აცხადებს, რომ “მას კითხვებზე პასუხის გაცემა უჭირს და ამის გამო ჟურნალისტებს სათადარიგო კარიდან ეპარება.”

მელიას განცხადებით, თბილისის მთავრობაში კრიზისია.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა – თბილისის” თავმჯდომარე ირაკლი აბესაძეც მოითხოვს, რომ “გადადგეს თბილისის უუნარო მთავრობა.”

აბესაძის თქმით, დედაქალაქის მთავრობამ ვერ მოახერხა პრობლემების მოგვარება და მათ მხოლოდ საკუთარი ნათესავების დასაქმება შეძლეს.

“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა განცხადებები მერიის ადმინისტრაციის უფროსის რეზო ჩახავასა და მისი მოადგილის მარიამ შელეგიას მიერ თანამდებობების დატოვებაზე გააკეთეს.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი: ჩვენ გვაქვს ეს დოკუმენტი, კონკრეტული სამოქმედო გეგმა და ამ მიმართულებით უნდა ვიაროთ
შემდეგი სტატიაგიორგი ქადაგიძეზე სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვენ