ნიკა მელიამ 21 მარტის აქციასთან დაკავშირებით მერიაში შეტყობინება შეიტანა

„ეს იყო სტიქიური უბედურება. ბუნების აჯანყება,“ - ასეთი შეფასება აქვს ნაციონალური მოძრაობის თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ნიკა მელიას, რომელიც მომხდარ სტიქიაზე გადაცემა არჩევანში საუბრობდა. ნიკა მელია გადაცემა არჩევანში ქალაქის მერს დავით ნარმანიას მისი საუბრის ტონის გამო აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ერთ გვირაბამდე მიზეზების დაყვანა არ არის გამართლებული.მელიას თქმით, წყნეთი-ბეთანიის გზაზე ჩამოწოლილი მეწყერის შესაბამისად პასუხისმგებელ ადამიანს უნდა მიეღო გადაწყვეტილება ავტო-მაგისტრალის გადაკეტვისა და სვანეთის ქუჩის ევაკუაციის შესახებ. „დღეს შენიშნეს შავი ღრუბელი და გამოაცხადეს ევაკუაცია. 3 ივნისს იყო ძლიერი წვიმა, როდესაც დაიტბორა სვანიძის ქუჩა და ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარში ძაღლები დაიხოცა. ეს უნდა ყოფილიყო სიგნალი, რომ, როდესაც სტიქია განმეორდებოდა, ეს ტერიტორია ისევ დაიტბორებოდა“ - აცხადებს ნიკა მელია. ნიკა მელია ხელისუფლების მხრიდან საქმის გამოძიების შესახებ გაკეთებულ განცხადებებსაც აფასებს და ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობა გამოძიებისთვის მზად არის.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნიკა მელიამ პარტიის მიერ 21 მარტის დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით თბილისის მერიაში შეტყობინება შეიტანა. მელიას განმარტებით, ხელისუფლების უპასუხისმგებლობა არის უმძიმესი სოციალური ფონის მიზეზი ამ ქვეყანაში.

“ხელისუფლების უპასუხისმგებლობა, უუნარობა და უამრავი სხვა მანკირება არის უმძიმესი სოციალური ფონის მიზეზი ამ ქვეყანაში. ძალიან სიმბოლურია როცა კანონის თანახმად აი ამ სამაგალითოდ უუნარო და კორუმპირებული თანამდებობის პირებს ეცნობათ აქციის ჩატარების დრო და ადგილი რადგანაც ხელისუფლებას დღემდე ვერ გაუგია რატომ არის საზოგადოება უკმაყოფილო და აღშფოთებული, ხელისუფლებას მიაჩნია რომ ყველაფერი არის კარგად და ყველაფერი ვითარდება. 21 მარტს 4 საათზე ვარდების მოედნაზე ეს ხელისუფლება დაინახავს და დარწმუნდება რომ საზოგადოება სრულიად საპირისპირო ფიქრობს”,– განაცხადა ნიკა მელიამ.

banner
წინა სტატიაშიშოთა მალაშხია: უახლოეს პერიოდში საქართველოს სახელმწიფო არ იქნება
შემდეგი სტატია90 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი ოთარ კობერიძე