ნიკა კირვალიძე:”ბერა ივანიშვილის აპარატურის გადამზიდი ე.წ. ,,ტრაილერის” მძღოლი არ უნდა აძლევდეს ,,შეფის” რანგში დავალებებს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ჩემს ყოფილ კოლეგებს”

“ჩემთვის, როგორც ყოფილი სამართალდამცავისათვის მძიმე სანახავია ნებისმიერი უკანონობა და გადაცდომა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში. ჩემი და ჩემი გუნდის რეფორმატორების საქმიანობის მთავარი პრინციპი – ობიექტურობა მკარნახობს ნებისმიერი საკითხის შეფასებისას ვიყო მაქსიმალურად სამართლიანი და გარდა პოლიტიკური პარტიის მიზნებისა, პირადად ჩემი პერსონალური დამოკიდებულება მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე გაჯერებული იყო სიმართლის და კანონიერების სამსახურით. საინფორმაციო სააგენტოს ,,თაიმერის”  გავრცელებული უტყუარი მტკიცებულების ხასიათის მატარებელი მასალები ჩემთვის ორმაგად მტკივნეული იყო და ალბათ სწორად გამიგებთ ყველა რასაც ვგულისხმობ, მათ შორის ის ჩემი კოლეგები, რომლებთანაც ერთად წლების მანძილზე ვემსახურე ქართული სახელმწიფოს სამართალდამცავ სტრუქტურას”-აცხადებს შსს–ოს სპეც ოპერაციების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი ნიკა კირვალიდძე “თაიმერთან” საუბარში.

ბერა ივანიშვილის აპარატურის გადამზიდი ე.წ. ,,ტრაილერის'' მძღოლი არ უნდა აძლევდეს ,,შეფის'' რანგში დავალებებს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ჩემს ყოფილ კოლეგებს

მე ძალიან კარგად მახსოვს და არ ვაპირებ დავივიწყო ქართული პოლიციის გზა დამოუკიდებლობის დღიდან დღემდე, კარგად გვახსოვს პოლიციის უკანონო და კორუფციული ე.წ. ,,რეიდები”, პოლიციის შენობაში ცემა–წამება და ფანჯრებიდან დაკავებულების გადმოგდება, შავ–თეთრი ჯოხით მათხოვრად ქცეული ე.წ. ,,გაიშნიკი”, რომელიც ნებისმიერ დარღვევაზე თვალს ხუჭავდა თუ რამდენიმე ლარს გადაუხდიდა სამართალდამრღვევი.
არ მავიწყდება პოლიტიზირებული პოლიციაც ! არ მავიწყდება ნაცემი და ნაშანტაჟარი ჩემი თანატოლები, არ მავიწყდება პოლიტიკოსთა ნებაზე მოსიარული პოლიციის მენეჯმენტი და ხშირ შემთხვევაში ზონდერებად ქცეული დანაყოფები, თუმცა ხელისუფლება, რომელსაც ამბიცია ჰქონდა მეტ დემოკრატიულობაზე, მეტ კანონიერებაზე, ე.წ. ,,სამართლიანობის აღდგენა”–ზე ჩემი შეფასებით ამ ხელისუფლების პირობებში ე.წ. ,,ნარუშილოვკით” არ უნდა დადიოდეს ჩინოვნიკის ნათესავები, არც ერთი ჩვენი თანამოქალაქე არ უნდა იყოს ხელშეუხებელი და პრივილეგირებული კანონის მიერ დადგენილი სანქციების წინაშე.

ვერ ვეგუები და მიჭირს გავუგო იმ ადამიანებს, რომლებიც წინა ხელისუფლებების შეფარდებით გაგებით ეკიდებიან მოქმედი ხელისუფლების პირობებში არსებულ პოლიციას და არსებულ კანონდარღვევებს, მე მსურს პოლიცია და თითოეული სამართალდამცავი იყოს მოწოდების სიმაღლეზე და ის კარიერულ წარმატებას უნდა აღწევდეს პროფესიონალიზმის მიხედვით და არა ახლობლობითა და ნეპოტიზმით. ბერა ივანიშვილის აპარატურის გადამზიდი ე.წ. ,,ტრაილერის” მძღოლი არ უნდა აძლევდეს ,,შეფის” რანგში დავალებებს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ჩემს ყოფილ კოლეგებს.
მე სოლიდარობას ვუცხადებ ყველა მოქმედ თუ ყოფილ ღირსეულ სამართალდამცავს და მსურს დავარწმუნო ისინი გარდაუვალი ცვლილებების მოახლოებაში, რომელიც საბოლოოდ მიიყვანს რეფორმას ეფექტურ შედეგებამდე და მოსახლეობა მიიღებს ყველაზე გამართულ ინსტიტუტს, რომლის მიმართ აღარ იარსებებს შეკითხვები და ეჭვები !
პოლიცია არ ეკუთვნის ხელისუფლებებს, პოლიცია ემსახურება და ემორჩილება ხალხს !!!–აცხადებს “თაიმერთან” საუბარში ნიკა კირვალიძე

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი: კიდევ ბევრი კარგი წელი იქნება წინ
შემდეგი სტატიადავით საგანელიძე: უნდა ველოდოთ, რომ იქნება საკმაოდ დაძაბული პოლიტიკური წელი