ნიკა გილაურის 2008 წლის შემოსავალი, საქართველოს ფინანსთა მინისტრებს შორის – რეკორდულია

ნიკა გილაურის 2008 წლის შემოსავალი, საქართველოს ფინანსთა მინისტრებს შორის – რეკორდულია!

იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო პერიოდში ძალიან გააქტიურდა მაღალი სახელმწიფო თანამდებობის პირების შემოსავლების საკითხი თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრმა გადაწყვიტა პერიოდულად გამოაქვეყნოს ინფორმაცია – სხვადასხვა ხელისუფლების დროს საქართველოს მთავრობის წევრებზე გაცემული თანხების თაობაზე.

ამ შემთხვევაში ჩვენი დაკვირვების ობიექტი ფინანსთა სამინისტროა. კერძოდ, 2008 წლის აგვისტოს თვეში როდესაც საქართველო რუსეთთან საომარ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ფინანსთა მინისტრმა ნიკა გილაურმა – 9 040 ლარი, ხოლო იმავე წლის დეკემბერში კი – 17 700 ლარი მხოლოდ პრემიის სახით გამოიწერა.

ეს ის პერიოდია, როდესაც საქართველოში საკმაოდ მძიმე კრიზისული ვითარება გახლდათ, რაც ომის შედეგებითა და მსოფლიოში მიმდინარე ფინანსური კრიზისით იყო განპირობებული. აქვე ჩნდება კითხვა, რა დამსახურებისათვის მიიღო ნიკა გილაურმა ერთ შემთხვევაში 9 040 ლარის პრემია ომის დროს და მეორე შემთხვევაში 17 700 ლარის პრემია მძიმე ფინანსური კრიზისი დროს?!

უფრო მეტიც, ბატონი გილაურის მხოლოდ 2008 წლის საპრემიო შემოსავალმა 71 320 ლარი (ოფიციალური ხელფასის თითქმის ორჯერადი თანხა), ხოლო წლიურმა შემოსავალმა 113 800 ლარი შეადგინა. უნდა ითქვას ისიც, რომ ბატონი გილაურის 2008 წლის შემოსავალი, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ფინანსთა მინისტრების შემოსავლებს შორის – რეკორდულია.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ზუგდიდში მომხდარი სავალუტო ჯიხურის თანამშრომლის ძარცვის ფაქტი გახსნა
შემდეგი სტატიაშსს-ს ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე სოციალური აგენტი ლევან ნავერიანი დააკავა