ნიკა გვარამია: “ფსიქიურად გაუწონასწორებელი ინტელექტუალური ხეიბარია”

ფსიქიურად გაუწონასწორებელი ინტელექტუალური ხეიბარია

ნიკა გვარამია ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს ეხმიანება.

რუსთავი 2-ის დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მისი ინფორმაციით ხვალ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც კომპანიას ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნებს კომპანიას და ამის აღსრულება უახლოეს პერიოდში მოხდება. "რუსთავი ორი არის დღეისთვის დემოკრატიის ერთადერთი გარანტი. სამწუხაროდ ვითარება ისე მიდის რომ თავისუფალი მედიის ადგილი ქვეყანაში არ რჩება. შედგა საუბარი ჩემსა და ადამიანს შორის, რომელიც მაწვდის სამთავრობო მესიჯებს. მინდა ყველას თანდასწრებით განვაცხადო, შეხვედრის დეტალები. ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ სასამართლო მიანიჭებს რუსთავი 2-ს ქიბარ ხალვაშს და ასევე სწრაფად მოხდება აღსრულება. მოთხოვნა იყო ჩემს მიმართ, რომ მე გავწეულიყავი", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

“დასკვნა პირველი: მხოლოდ რუსთავი 2ს უყურებს
დასკვნა მეორე: მხოლოდ რუსთავი 2 აინტერესებს
დასკვნა მესამე: რუსთავი 2თან დაკავშირებით მიმდინარე ყველა პროცესში უშუალოდაა ჩართული
დასკვნა მთავარი: ფსიქიურად გაუწონასწორებელი ინტელექტუალური ხეიბარია”–წერს “რუსთავი2″–ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი: ვინ არის გვარამია? ეს არის მენეჯერი, მესაკუთრე არ არის
შემდეგი სტატია,,100 მილიონ დოლარზე მეტია ხარჯები იმ კადრების გადასაღებად რომ ჯგუფი იყო შექმნილი”