ნიკა გვარამია: მითხრეს რომ ვიდეოზე გადაღებულია კონკრეტული ურთიერთობები და ეს გამოქვეყნდება

რუსთავი 2-ის დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მისი ინფორმაციით ხვალ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც კომპანიას ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნებს კომპანიას და ამის აღსრულება უახლოეს პერიოდში მოხდება. "რუსთავი ორი არის დღეისთვის დემოკრატიის ერთადერთი გარანტი. სამწუხაროდ ვითარება ისე მიდის რომ თავისუფალი მედიის ადგილი ქვეყანაში არ რჩება. შედგა საუბარი ჩემსა და ადამიანს შორის, რომელიც მაწვდის სამთავრობო მესიჯებს. მინდა ყველას თანდასწრებით განვაცხადო, შეხვედრის დეტალები. ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ სასამართლო მიანიჭებს რუსთავი 2-ს ქიბარ ხალვაშს და ასევე სწრაფად მოხდება აღსრულება. მოთხოვნა იყო ჩემს მიმართ, რომ მე გავწეულიყავი", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.არაფერი ცხოვრებაში არ ჩამიდენია ისეთი, რომლის გამოქვეყნებაც იქნებოდა იმაზე უარესი, ვიდრე “რუსთავი 2”-დან გაქცევაა, – ამის შესახებ “რუსთავი 2”-ის დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.
მისი თქმით, იგი შეხვდა ადამიანს, რომელიც სამთავრობო მესიჯებს აწვდიდა, რომელმაც მიანიშნა, რომ მას ოჯახის წევრები ჰყავს ქვეყანაში.
“მითხრეს შემდეგი – არ უნდა დამავიწყდეს, რომ ჩემი ოჯახის წევრები აქ ცხოვრობენ და ვერ მოვასწარი მათი ამერიკაში გაშვება, არ უნდა დამავიწყდეს, რომ ვიდეოზე გადაღებულია კონკრეტული ურთიერთობები და ეს გამოქვეყნდება. არ უნდა დამავიწყდეს, რომ მაქვს სატელეფონო საუბრები სააკაშვილთან და მე განადგურებილი ვიქნები ჩემი კოლეგების თვალში”, – განაცხადა გვარამიამ.
მისი თქმით, შატნაჟის წინააღმდეგ სწორი გზა არის საუბარი.

“დღეს სასწორზე დევს ქვეყნის დემოკრატიის მომავალი. პირდპირ ვაცხადებ, ხელისუფლებას მივმართავ ღია ეთერიდან, ატვირთეთ რაც გნებავთ, ეს ჩემთვის ღრმად სულერთია, ფეხიც ჩემია და თავიც, ეს არის ჩემი პირადი ცხოვრება, თუ მე ვარ უკანონო თვალთვალის წინაშე, გაზღვევინებთ სასამართლოს წინაშე. გულწრფელად ვამბობ, არაფერი ცხოვრებაში არ ჩამიდენია ისეთი, რომლის გამოქვეყნებაც იქნებოდა იმაზე უარესი, ვიდრე “რუსთავი2″-დან გაქცევაა, ჩემი კოლეგების ღალატი და რაც მთავარია ჩვენი მაყურებელების ღალატი. ამას არ ჩავიდენ არავითარი შანტაჟის სანაცვლოდ, არც ერთი გადაწყვეტილების სანაცვლოდ, რომელიც არ უნდა გამოიტანოს ურთმელიძემ”, – განაცხადა გვარამიამ.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია: თუ იქნება ძალისმიერი შემოჭრის მცდელობები კომპანიაში, ჩვენ დავიცავთ თავს ასევე ძალისმიერად
შემდეგი სტატია“სამწუხაროდ არ ისმის სათანადოდ ხმამაღლა თქვენი ხმა” – ნიკა გვარამია დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს