ნიკა გვარამია: თავისთავად ცხადია, სახელმწიფო გადატრიალებას არავინ გულისხმობს

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა „მოდულის“ შენობა 4-საათიანი დაკითხვის შემდეგ დატოვა. როგორც ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა, საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს და ის გააფრთხილეს, რომ მხოლოდ ზოგადად ისაუბროს.

„მთავარი პრობლემა, რაც ამ ეტაპზე გამოძიებას აქვს, ეს არის სააკაშვილთან ჩემი საუბრის სრულიად არასწორი ინტერპრეტაცია. როგორც ჩანს, ყურს ძალიან ჭრის ტერმინები, როგორიცაა მაგალითად „ბოევიკი“, „რევოლუციური სცენარი“. ეს მართლა ეხამუშება ყურს, მაგრამ თავისთავად ცხადია, სახელმწიფო გადატრიალებას არავინ გულისხმობს. საუბარია ტელეკომპანიის დაცვაზე, ანუ ქმედებაზე, რომელიც თავისი ხასიათით რეაქტიულია და არაპროაქტიულ ქმედებებზე, რომელიც სახელმწიფო გადატრიალებას გულისხმობს. საუბარია არა შეჭრაზე და ხელისუფლების ხელში ჩაგდებაზე, არამედ სიტყვის თავისუფლებაზე“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისივე თქმით, ეს გამოძიება აქამდე არსებული გამოძიების ფარგლებში, 105-ე მუხლის საფუძველზე მიმდინარეობს. რაც შეეხება დაკითხვაზე მყოფ გიგა ბოკერიას, გვარამიას თქმით, მისი დაკითხვა სავარაუდოდ კიდევ 2 საათს გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაშიკინოთეატრ “კავეაში” ჭერი ჩამოინგრა
შემდეგი სტატიაგენერალური პროკურატურა განცხადებას ავრცელებს