ნიკა გვარამია და გიგა ბოკერია სუს-ში დაკითხვაზე გამოცხადდნენ

nika-gvaramiaრუსთავი2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან რამდენიმე წუთის წინ მივიდა. სამაუწყებლო კომპანიის ხელმძღვანელი ამ წუთებში ჟურნალისტებს ესაუბრება.

რამდენიმე წუთის წინ დაკითხვაზე გამოცხადდა უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი გიგა ბოკერიაც.

შეგახსენებთ, რომ როგორც რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი, ასევე გიგა ბოკერია დაკითხვაზე დაბარებულები არიან გუშინ უკრაინულ პორტალზე გავრცელებულ სატელეფონო საუბრებთან დაკავშირებით.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია დაკავების შემთხვევაში მოვალეობის შემსრულებლად ზაალ უდუმაშვილს ტოვებს
შემდეგი სტატია“რუსთავი 2-ში გვარამიას წინააღმდეგ შანტაჟს ჰქონდა ადგილი”