ნიკა გვარამიას პროკურატურა განმეორებით ხვალ დაკითხავს

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის დაკითხვის შესახებ, პროკურატურამ გადაწყვეტილება 24 ოქტომბერს, ალექსი ახვლედიანის დაკითხვის შემდეგ მიიღო.
პრკურატურა გვარამიას ხვალ, 13:00 საათზე დაკითხავს.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკითხვის მიზეზი, მის მიერ გავრცელეუბლი განცხადება გახდა, სადაც ის საუბრობდა პირზე, რომელიც ხელისუფლებასა და მას შორის “მესენჯერის” ფუნქციას ასრულებდა. როგორც გვარამია აცხადებდა, მას ემუქრებოდნენ, რომ თუ ტელეკომპანიას არ დატოვებდა, მისი პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოებს გამოაქვეყნებდნენ. გვარამიამ პროკურატურაში იმ ადამიანის ვინაობა დაასახელა, ვინც ამ ინფორმაციას აწვდიდა და საგამოძიებო ორგანოს ვიდეოჩანაწერები გადასცა, სადაც დაფიქსირებულია, როგორ შედის და გამოდის ეს ადამიანი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის შენობაში. გვარამიას დაკითხვის შემდეგ, პროკურატურამ განაცხადა, რომ გვარამიას დასახელებული პიროვნება ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ყოფილი ხელმძღვანელი, ალექსი ახვლედიანი იყო და რამდენიმე საათში ისიც დაკითხა.

banner
წინა სტატიაშიამინდის გრძელვადიანი პროგნოზი
შემდეგი სტატია“მჯერა, რომ ალიანსი თამამად იტყვის – საქართველო მზად არის ნატო-სთვის”