ნიკა გვარამიასთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება სცადეს

სასამართლოში მცირე ინციდენტი მოხდა. რ ქიბარ ხალვაშის სარჩელის განხილვისას გამოცხადებულ შესვენებაზე “რუსთავი2”-ის დირექტორი ნიკა გვარამია დარბაზიდან გავიდა, სადაც ერთ-ერთმა ქალბატონმა მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება სცადა. ვითარება მალევე განიმუხტა. აღნიშნული ქალბატონის მტკიცებით, რომელიც ჟურნალისტებს ლიზი ყაულაშვილად გაეცნო, “ნიკა გვარაიამს 2006 წელს ავარია მოუხდა, რომლის გამოც მისი შვილი, რამაზ გაბოშვილი გარდაიცვალა”.
“გვარამია იყო ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ და სასტუმრო “აფხაზეთთან” ავარია მოხდა. სამი მანქანა ერთმანეთს დაეჯახა. ჩემი შვილი სასტუმროს აივანზე იდგა, გადმოიწია და გადმოვარდა. დასჭირდა სასწრაფო დახმარება, ჭიპაშვილი იყო მაშინ მინისტრი და ჩემი შვილი საავადმყოფოში აპარატიდან გამორთეს. რომ არ მომხდარიყო ეს ავარია, ჩემი შვილი გადარჩებოდა”, -განაცხადა ლიზი ყაულაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ქართული ოცნება” ცენტრალურ ოფისში სხდომას მართავს
შემდეგი სტატიასაპროკურორო საბჭოს რვა წევრს 17 პროკურორისგან აირჩევენ