ნიკა გვარამია:”ოქრუაშვილმა 7 მილიონ დოლარზე მეტი თანხა მისცა ქიბარ ხალვაშს”

ოქრუაშვილმა 7 მილიონ დოლარზე მეტი თანხა მისცა ქიბარ ხალვაშს

"ეს უკვე ბოლო და გადამწყვეტი ნაბიჯია, რომელიც მთავრობამ ჩვენს წინააღმდეგ გადადგა", - ნიკა გვარამიარუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას თქმით, არ არის გამორიცხული რომ სამართლებრივ დავაში ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ჩაერთოს. გვარამის ინფორმაციით, ირაკლი ოქრუაშვილმა ქიბარ ხალვაშს 7 მილიონ დოლარზე მეტი თანხა კომპანიის წინა მფლობელებისგან წილის შესაძენად მისცა.

“ირაკლი ოქრუაშვილმა 7 მილიონ დოლარზე მეტი თანხა მისცა ქიბარ ხალვაშს, რომ მას შეეძინა წილები წინა მფლობელებისგან. იმ მფლობელებისგან, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ფული არ აუღიათ ამაში. სამაგიეროდ კი ირაკლი ოქრუაშვილს გადასცა მოთხოვნის ყველა უფლება რუსთავი 2-თან დაკავშირებით. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას, რომ ქიბარ ხალვაშს ფორმალურადაც არავითარი მოთხოვნის უფლება არ გააჩნია და ის არ არის უფლებამოსილი მოსარჩელე. სხვა საკითხია, რომ ზოგადად მოთხოვნის არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და არც მტკიცებულებაა საქმეში”- განმარტა გვარამიამ.

ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა რუსთავი 2-ის წილის დასაბრუნებლად სასამართლოში სარჩელი 4 აგვისტოს შეიტანა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, რუსთავი 2-ის პარტნიორთა წილების დაყადაღება მოითხოვა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძის 5 აგვისტოს გადაწყვეტილებით, რუსთავი 2-ის ქონება სრულად დაყადაღდა. 1 ოქტომბერს კი ურთმელიძისვე გადაწყვეტილებით, რუსთავი 2-ის 51 %-იანი წილის მფლობელი, ტელეკომპანია საქართველო დააყადაღეს.

banner
წინა სტატიაშითუ ადამიანი იმყოფება შანტაჟის ქვეშ ბუნებრივია მის მიმართ განხორციელდება ზეწოლა
შემდეგი სტატია13 ოქტომბერს ქუთაისელი ჟურნალისტები შიმშილობას დაიწყებენ