ნიკა გვარამიამ შესაძლოა პროკურატურას დაზარალებულად ცნობის თაობაზე მიმართოს,

ის რაც ეთერს მიღმა ხდებოდა

არასაპარლამენტო ოპოზიციატელეკომპანია “რუსთავი2”-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ შესაძლოა, პროკურატურას დაზარალებულად ცნობის თაობაზე მიმართოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ნიკა გვარამიას ადვოკატმა, ლევან ვეფხვაძემ განუცხადა.
ლევან ვეფხვაძე საქართველოს მთავარ პროკურატურაში ნიკა გვარამიასთან ერთად იმყოფებოდა. “ბატონ ნიკასთან ერთად შევთანხმდებით. ალბათ პროკურატურას მივმართავთ დაზარალებულად ცნობის თაობაზე და მოგვეცემა საშუალება გავეცნოთ საქმის მასალებს, რა მასალებს მოიპოვებს პროკურატურა”, – აღნიშნა ვეფხვაძემ.
მისივე ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება. საგამოძიებო ორგანომ ჩაიწერა ყველა ის მონაცემი და ყველა ის შესაძლო პირი, ვინც შესაძლოა დაიკითხოს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით.
“ბატონმა ნიკა გვარამიამ თავად განაცხადა უარი. კერძოდ, მიუთითა უნდობლობის საკითხი ხელისუფლების მიმართ დაცვის სპეციალური ღონისძიებების გამოყენებაზე როგორც თავისთვის, ასევე მისი ოჯახის წევრებისთვის”, – განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მთავარ პროკურატურაში დაახლოებით ორსაათნახევრის განმავლობაში იკითხებოდა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტთან შეხვედრები და კონსულტაციები ხვალაც გაგრძელდება
შემდეგი სტატიაკაბინეტებიდან კარგად არ ჩანს ის სავალალო ვითარება, რომელიც დღეს ქვეყანაშია შექმნილი