ნიკა გვარამიამ საგანგებნო ბრიფინგი გამართა და მოსახლეობას მიმართა

ის რაც ეთერს მიღმა ხდებოდა

რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა რამდენიმე წუთის წინ სპეციალური ბრიფინგი გამართა და საზოგადოებას სამაუწყებლო კომპანიის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„დღეს საქართველოში სასამართლო ხელისუფლება საბოლოოდ დასამარდა ურთმელიძის ხელით. რუსთავი 2 დატოვებულ იქნა სამართლიანი სასამართლოს უფლების გარეშე, დატოვებულ იქნა კონსტიტუციის 42-მუხლით გათვალისწინებული დაცვის გარეშე. ჩვენს ადვოკატებს არ მიეცათ შესაძლებლობა არა თუ რაიმე შუამდგომლობის ადეკვატურად დაყენების, არა თუ უარი ეთქვათ ყველა შუამდგომლობაზე, რომელიც სრულიად კანონიერად იყო დაყენებული, უარი ეთქვათ ყოვლად დაუსაბუთებლად ყოველგვარი საპროცესო ნორმის და მატერიალური სამართლის ნორმის მითითების გარეშე, არამედ უარი ეთქვათ მთავარზე, მომზადებულიყვნენ გაეაზრებინათ ყველაფერი რაც ამ დღეების განმავლობაში არანორმალური ტემპით წარმოებულ პროცესებზე მოხდა და შეგახსენებთ, რომ 9 სამუსაო დღეში ჩატარდა ყველა სხდომა რაც უპრეცედენტო შემთხვევაა ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში. არ მიეცათ საშუალება მოესმინათ და წაეკითხათ ყველა ის არგუმენტი, რომელიც იქნა სასამართლოს ხდომაზე წარმოთქმული და დაყენებული, არ მიეცათ შესაძლებლობა გაეაზრებინათ ექპერტის პასუხები ძალიან კრიტიკულ თემაზე და პროცესი ჩცაინიშნა ხვალ.

არც ერთი სამუშაო საათი იმისთვის, რომ ჩვენმა გუნდმა მოამზადოს პასუხები მოსამართლე ურთმელიძემ არ მოგვცა რითიც დატოვა სამართლიანი სასამართლოს გარეშე, დადგა კონსტიტუციაზე მაღლა და დაგვტოვა საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი უფლებების და თავისუფლებების მიღმა,”-განაცხადა გვარამიამ და მოუწოდა მოსახლეობას ხვალ 13:00 საათიდან მობრძანდნენ რუსთავი 2-ის ოფისთან და დაიცვან სამაუწყებლო კომპანია და სიტყვის თავისუფლება.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი ხვალ საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება
შემდეგი სტატიანიკა გვარამია: არსებობს რისკი ჩვენს ეზოში სპეციალური დანიშნულების რაზმს ვიხილოთ