ნიგერიის ქალაქ ჯოსში მომხდარი ტერაქტის შედეგად 51 ადამიანი დაიღუპა

ნიგერიის ქალაქ ჯოსში მომხდარი ტერაქტის შედეგად 51 ადამიანი დაიღუპა

ნიგერიის ქალაქ ჯოსში მომხდარი ტერაქტის შედეგად 51 ადამიანი დაიღუპანიგერიის ქალაქ ჯოსში მომხდარი ტერაქტის შედეგად 51 ადამიანი დაიღუპა – ინფორმაციას “ასოშიეითიდ პრესი” ავრცელებს.პირველი აფეთქება ხალხით სავსე მეჩეთში მოხდა, მეორე – ქალაქის ცენტრში მდებარე რესტორანში.თვითმხილველთა განცხადებით, “ბოევიკებმა” ცეცხლი მეჩეთის მიმართულებით სამი მხრიდან გახსნეს, რის შემდეგაც აფეთქების ხმა გაისმა.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა უკვე აიღო დაჯგუფება “ბოკო ჰარამმა”.

გასული კვირის მანძილზე დაახლოებით 250 ადამიანი დაიღუპა ნიგერიაში ტერაქტების სერიის შედეგად, რომელსაც ისლამისტური დაჯგუფება “ბოკო ჰარამი” აწყობს. ბოლო მონაცემებით, ორი აფეთქების შედეგად, რომელიც ქალაქ ჯოსში 5 ივლისს მოხდა, 44 ადამიანი დაიღუპა. პირველი აფეთქება რესტორნის გვერდზე მოხდა, მეორე ქამაქის მეჩეთთან.
იმავე დღეს დილით ნიგერის ჩრდილო-დასავლეთითაც მოხდა აფეთქება. მკვლელმა აფეთქება ეკლესიაში მოაწყო, რომელსაც 6 ადამიანი ემსხვერპლა.
აფეთქებები ნიგერიის მთელი მასშტაბით ხორციელდება.
“ბოკო ჰარამი” ხუთშაბათს ერთ-ერთ დასახლებულ პუნქტს კუკავას დაესხა თავს, მოკლულია 97 ადგილობრივი მაცხოვრებელი. სოფელ მანგუნოში კი დაახლოებით 50 ადამიანია დახოცილი.
“ბოკო ჰარამი” ისლამის ფუნდამენტალურ ინტერპრეტაციას 2009 წლიდან ეწევა. ახლა დაჯგუფება ნიგერიის ჩრდილო-დასავლეთ მხარეს სრულად აკონტროლებს. დაჯგუფებაში ათასობით ადამიანია.

banner
წინა სტატიაშიპაატა ბურჭულაძე–”თუ ოდესმე პოლიტიკაში მოსვლას დავაპირებ, აუცილებლად მივალ უწმინდესთან და ვიდრე მის ლოცვა-კურთხევას არ მივიღებ, არაფერს გადავწყვეტ”
შემდეგი სტატიამართლმადიდებელი ეკლესია დღეს იოანე წინასწარმეტყველის შობის დღეს აღნიშნავს