ნეპალში თითქმის ათასი ევროპელი დაიკარგა

ნეპალის მიწისძვრისშემდეგ უგზოუკვლოდ დაკარგულად ევროპის თითქმის ათას მოქალაქეს მიიჩნევენ. ევროკავშირის წარმომდგენლის ცნობით, სავარაუდოდ, ბევრი მათგანი ევერესტზე იყო წასული, ან ლაჰგტანგის მთაზე, რომელიც როგორც წესი, ტურისტების საყვარელი ადგილია.
ევროკავშირის ნეპალში წარმომადგენელმა რენსჯე ტერინკმა იმედი გამოთქვა, რომ ბევრი მათგანი ცოცხალი იქნება, რადგან ჯერჯერობით მათთან კავშიის დამყარება ვერ ხერხდება: „ისინი უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლებიან, მაგრამ რეალურად არ ვიცით მათი მდგომარეობა“ – თქვა მან ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.
ჯერჯერობით მხოლოდ ევროკავშირის 12 მოქალაქის დაღუპვაა იფიციალურად ცნობილი, რომლებიც მიწისძვრის შედეგედ წარმოქმნილი ზვავის გორებს ემსხვერპლნენ.
ნეპალს საერთაშორისო დახმარება უკვე გაეგზავნა. მუშაობენ სამხედროები და თვითმფრინავები.
არსებული ინფორმაციით მიწისძვრის შედეგად 10 ათასამდე ადამიანია დაღუპული. მილიონზე მეტი კი უსახლკაროდ დარჩა.

banner
წინა სტატიაში558 ადამიანის გიჟური ნახტომი 414 მეტრიდან (VIDEO)
შემდეგი სტატიააშშ-ს ავია-დარტყმებს 50-მდე მშვიდობიანი მოსახლე ემსხვერპლა