ნეპალში განმეორებითი მიწისძვრა მოხდა

ინდოეთის სეისმოლოგიური ცენტრის ცნობით, დღეს დილით ნეპალში რიხტერის შკალით 6,7 ბალის განმეორებითი მიწისძვრა მოხდა, რომლის ეპიცენტრი კატმანდუდან 78 კმ. აღმოსავლეთით გახლდათ… ახალი ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება…

ინდოელი სეისმოლოგების მოსაზრებებით, განმეორებითი მიწისძვრები, გუშინდელი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, შესაძლებელია რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდეს…

შეგახზენებთ, რომ გუშინდელ მიწისძვრას ნეპალში 2200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა და 6,6 მილიონი ამა თუ იმ ფორმით დააზარალა… გარდაცვლილთა შორის არიან 65 უცხოელი მთასვლელი, რომლებიც ევერესტზე ასვლისას მიწისძვრისგან გამოწვეულმა ზვავმა მოიყოლა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პატრიარქი და სრულიად ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტი ერთობლივ წირვას აღავლენენ
შემდეგი სტატიადღეს ჯვართაღმართების დღესასწაული აღინიშნება