ნემცოვის მკვლელობაზე გამოძიება 5 ეჭვმიტანილის დაპატიმრებას ითხოვს

ძმები გუბაშევები

ამ დროისთვის მოსკოვის ,,ბასმანის,, სასამართლოში მიმდინარეობს ბორის ნემცოვის მკვლელობის გამო დაკავებული ეჭვმიტანილების აღკვეთის ღონისძიების განხილვა, სადაც რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი სასამართლოსაგან 5 ეწვმიტანილის წინააღმდეგ წინასწარ პატიმრობას ითხოვს.

დაკავებულთა შორის ძმები გუბაშევები, ზაურ დადაევი და ამ საქმესთან დაკავშირებული კიდევ 2 ადამიანი, რომელთა გვარები ჯერჯერობით უცნობია…

რუსული მედიის ცნობით, გუშინ გროზნოში, ამ საქმესთან დაკავშირებული კიდევ ერთი ჩეჩნური წარმოშობის პირის აყვანის ოპერაციის დროს, ეჭვმიტანილმა თავი ხელყუმბარით აიფეთქა.

banner
წინა სტატიაში“თავისუფალი დემოკრატები” პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის ინიციატივას მხარს უჭერენ
შემდეგი სტატიაჯემალ ფუტკარაძის პარტიიდან გარიცხვასთან დაკავშირებით “ქართული ოცნება” განცხადებას ავრცელებს