ნებისმიერ ქვეყანაში კურსის ასეთ მასშტაბურ რყევაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის პანიკა–თინა ხიდაშელი

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, თინა ხიდაშელის შეფასებით, ბოლო სამი თვის განმავლობაში ლარის კურსის გაუფასურებასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე მიზანმიმართულად და გეგმაზომიერად მოქმედებდა, რათა პანიკა ყოფილიყო სისტემური და მოსახლეობის დასამშვიდებლად არაფერი გაკეთებულიყო. თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა ნაბიჯები პანიკის გასაღრმავებლად გადადგა.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, თინა ხიდაშელის შეფასებით, ბოლო სამი თვის განმავლობაში ლარის კურსის გაუფასურებასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე მიზანმიმართულად და გეგმაზომიერად მოქმედებდა, რათა პანიკა ყოფილიყო სისტემური და მოსახლეობის დასამშვიდებლად არაფერი გაკეთებულიყო.  თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა ნაბიჯები პანიკის გასაღრმავებლად გადადგა. "ამ შემთხვევაში, როგორც მომხმარებელმა და მოქალაქემ, შემიძლია ვთქვა, რომ ნებისმიერ ქვეყანაში კურსის ასეთ მასშტაბურ რყევაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის პანიკა. ეროვნულმა ბანკმა დიდი როლი ითამაშა პანიკის შექმნაში. ჯერ ერთი იმიტომ, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დადუმებული იყო და მისგან ერთი ოპტიმისტური განცხადება არ მოგვისმენია. არადა, იმისათვის, რომ პანიკა არ შეიქმნას, საჭიროა დამაჯერებელი განცხადებები და ქმედებები, შესაბამისი რეგულატორის მხრიდან. იმის ნაცვლად, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პანიკას ებრძოდეს, ის გუშინ გამოვიდა და პანიკის დათესვაში ახალი ფურცელი გადაშალა, როცა თქვა, რომ ქვეყანაში იმპორტი შემცირდება. აღნიშნული საკითხი მას საერთოდ არ ეკითხება და ვურჩევდი, მიხედოს იმ მოვალეობას და ვალდებულებას, რაც ეკისრება. გარდა ამისა, როცა ბაზარზე დეფიციტია, მნიშვნელოვანი ფაქტორია, თუ რა ფორმით პასუხობ დეფიციტს და რამდენად ადეკვატური ხარ პასუხში. ვფიქრობ, ეროვნული ბანკი აქაც არაადეკვატური იყო", - აცხადებს თინა ხიდაშელი.საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, თინა ხიდაშელის შეფასებით, ბოლო სამი თვის განმავლობაში ლარის კურსის გაუფასურებასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე მიზანმიმართულად და გეგმაზომიერად მოქმედებდა, რათა პანიკა ყოფილიყო სისტემური და მოსახლეობის დასამშვიდებლად არაფერი გაკეთებულიყო.
თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა ნაბიჯები პანიკის გასაღრმავებლად გადადგა.
“ამ შემთხვევაში, როგორც მომხმარებელმა და მოქალაქემ, შემიძლია ვთქვა, რომ ნებისმიერ ქვეყანაში კურსის ასეთ მასშტაბურ რყევაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის პანიკა. ეროვნულმა ბანკმა დიდი როლი ითამაშა პანიკის შექმნაში. ჯერ ერთი იმიტომ, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დადუმებული იყო და მისგან ერთი ოპტიმისტური განცხადება არ მოგვისმენია. არადა, იმისათვის, რომ პანიკა არ შეიქმნას, საჭიროა დამაჯერებელი განცხადებები და ქმედებები, შესაბამისი რეგულატორის მხრიდან. იმის ნაცვლად, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პანიკას ებრძოდეს, ის გუშინ გამოვიდა და პანიკის დათესვაში ახალი ფურცელი გადაშალა, როცა თქვა, რომ ქვეყანაში იმპორტი შემცირდება. აღნიშნული საკითხი მას საერთოდ არ ეკითხება და ვურჩევდი, მიხედოს იმ მოვალეობას და ვალდებულებას, რაც ეკისრება. გარდა ამისა, როცა ბაზარზე დეფიციტია, მნიშვნელოვანი ფაქტორია, თუ რა ფორმით პასუხობ დეფიციტს და რამდენად ადეკვატური ხარ პასუხში. ვფიქრობ, ეროვნული ბანკი აქაც არაადეკვატური იყო”, – აცხადებს თინა ხიდაშელი.

banner
წინა სტატიაშიოლიგარქი ისტერიკაშია– ზურაბ ჯაფაიძე
შემდეგი სტატიაგიორგი ლაღიძე-დადგა დრო ხელისუფლებას ხალხის მოტყუების გამო სამართლიანად მოვთხოვოთ პასუხი