ნაძალადევში 400 ბავშვისთვის ახალი საბავშვო ბაღი შენდება

ნაძალადევის რაიონში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო. საძირკველში თბილისის მერმა სიმბოლურად კაფსულა ჩადო.

ბაღი 400-მდე ბავშვის მიღებას შეძლებს. 6 ათასი კვ/მ მიწის ფართობზე ორსართულიანი შენობა აიგება.

მშენებლობა 2016 წელს უნდა დასრულდეს. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში 65 ადამიანი დასაქმდება. ბაღი მიტინგის ქუჩის პირველ ნომერში წლების განმავლობაში არსებობდა, თუმცა ავარიული შენობის დემონტაჟი გახდა აუცილებელი.

დავით ნარმანიას განცხადებით, ეს მე-7 ბაღია, რომელიც მისი მერობის დროს შენდება.

banner
წინა სტატიაში“თავისუფალი დემოკრატები” წყალტუბოს რაიონში საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვასა და ნეპოტიზმზე საუბრობენ
შემდეგი სტატიალეიბორისტები გასართობ ცენტრ ”ციცინათელაში” მაღალი ფასების გამო ბიძინა ივანიშვილს აკრიტიკებენ