“ნაციონალურ მოძრაობასთან” თანამაშრომლობა კატეგორიულად გამოვრიცხვათ”

“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მისი პარტია რაიმე ფორმატში, “ნაციონალურ მოძრაობასთან” თანამშრომლობას გამორიცხავს.

როგორც ბურჯანაძემ ტელეკომოანია GDS-ის ეთერში „2030“-ში განაცხადა, არცერთ იმ ფორმატში, სადაც “ნაციონალური მოძრაობა” წამყვანი ძალა იქნება, “დემოკრატიული მოძრაობა” მონაწილეობას არ მიიღებს.

“ჩვენ “ნაციონალურ მოძრაობასთან” თანამაშრომლობაზე უარს ვაცხადებთ არამხოლოდ რიგგარეშე არჩევნების საკითხთან, არამედ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. არცერთ თემასთან დაკავშირებით არ ვაპირებთ “ნაციონალურ მოძრაობასთან” თანამშრომლობას. ჩვენ ამას კატეგორიულად გამოვრიცხვათ, რადგან მიმაჩნია, რომ “ნაციონალური მოძრაოაბა” არის დამნაშავე ორგანიზაცია, რომლის საქმიანობაც გამოძიებული უნდა იყოს. დანაშაულები, რომელზეც “ნაციონალურმა მოძრაობამ” პასუხი უნდა აგოს აუცილებლად უნდა გამოაშკარავდეს. არცერთ იმ ფორმატში, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება ინიციატორი და წამყვანი ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ”, – განაცხადა ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაში„დემოკრატიული მოძრაობა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს”
შემდეგი სტატია“არანაირ მოლაპარაკებას პაატა ბურჭულაძესთან არ ვაწარმოებთ”